ბათუმში აქციის დროს დაკავებული სამი პირის სასამართლო პროცესი დღეს 15 საათზე დაიწყება. მათი ადვოკატი არ გამორიცხავს, რომ დაკავებულების მიმართ სასამართლო მხოლოდ ადმინისტრაციულ ჯარიმას არ გამოიყენებს და შესაძლოა, სამივე პირს მასობრივი არეულობის მოწყობაში დასდონ ბრალი.
ამასთან, ადვოკატის თქმით, იმავე ბრალს არ გამორიცხავს სხვა პირების მიმართაც, რომლებიც სამართალდამცველებმა ხელწერილებით გაათავისუფლეს.
ამ დრომდე აჭარაში რჩება საქართველოს შს მინისტრი გიორგი მღებრიშვილი, პროცესებში მაქსიმალურად არის ჩართული სახალხო დამცველის წარმომადგენელიც.
