LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“მასობრივი განადგურების იარაღის გამოყენებაც კი, ამ იდიოტებს, სრულფასოვნად არ შეუძლიათ” – აზოვის პოლკის ხელმძღვანელი

485
andriy-biletskiy-1-5-1

„აზოვის პოლკმა“  გუშინ გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსეთის ძალებმა მარიუპოლში ქიმიური ნივთიერება გამოიყენეს და მოწამვლის ნიშნები სამ ადამიანს გამოუვლინდა. ამასთან, უკრაინული მედიის ცნობით, რუსმა ოკუპანტებმა ქიმიური იარაღი მარიუპოლში, ქარხანა „აზოვსტალში“ გამოიყენეს.

სპეცდანიშნულების რაზმი “აზოვი” იტყობინება, რომ რუსეთმა მარიუპოლში ქიმიური ნივთიერება გამოიყენა

აზოვის პოლკის ხელმძღვანელი აცხადებს, რომ ქიმიური თავდასხმა მარიუპოლზე მხოლოდ ერთს ნიშნავს – “მათ არაფერი დარჩენიათ, აკრძალული იარაღის გამოყენების გარდა”.

,,თუ სიმართლეა, ღრმად შემაშფოთებელია” – ამერიკა და დიდი ბრიტანეთი მარიუპოლში ქიმიური იარაღის გამოყენებაზე გავრცელებულ ინფორმაციას იკვლევენ

 

 

“თუ ვისაუბრებთ დარტყმის პრაქტიკულ მხარეზე, ის დიდი არ არის. 3 ადამიანს აქვს საბრძოლო ქიმიური ნივთიერებით მოწამვლის მკვეთრად გამოხატული ნიშნები, თუმცა კატასტროფული შედეგების გარეშე. ქიმიური თავდასხმა მარიუპოლზე მხოლოდ ერთს ნიშნავს: რუსები ვერ იღებენ მარიუპოლს და უკრაინელ დამცველებს. მათ არაფერი დარჩენიათ, აკრძალული იარაღის გამოყენების გარდა,

მასობრივი განადგურების იარაღის გამოყენებაც კი ამ იდიოტებს სრულფასოვნად არ შეუძლიათ. ხოლო თუ მორალურ მხარეზე ვისაუბრებთ, შეიძლება მხოლოდ ერთი ითქვას, ეს გააკეთეს შიშისგან და სიმხდალისგან.” – აცხადებს აზოვის პოლკის ხელმძღვანელი ანდრეი ბელეცკი.

ზელენსკი: მსოფლიო ლიდერებს შევახსენებ ქიმიური იარაღის გამოყენება ნიშნავდა ხისტ რეაგირებას

რუსეთ–უკრაინის ომის ქრონოლოგიასა და მუდმივად განახლებად ინფორმაციას გაეცნობით → ამ ბმულზე.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g