პარტია “მოქალაქეების” ერთო ერთი ლიდერი ლევან იოსელიანი, შალვა პაპუაშვილს განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარედ არჩევას ულოცავს.
როგორც იოსელიანი აცხადებს, პაპუაშვილთან მუშაობით დარწმუნდა, რომ ის კეთილსინდისიერი ადამიანია.
“ბატონო შალვა, მინდა მოგილოცოთ კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობაზე არჩევა. ეს ის შემთხვევაა, როდესაც მეც და ბატონმა ალეკო ელისაშვილმაც მხარი დავუჭირეთ თქვენს კანდიდატურას. მინდა ყველამ იცოდეს, რომ მე რაღაც პერიოდი მომიწია ბატონ შალვასთან მუშაობა საარჩევნო კოდექსთან დაკავშირებით და დავრწმუნდი ამ ადამიანის კეთილსინდისიერებაში, პატიოსნებასა და კვალიფიკაციაში. ჩემთვის არ აქვს მნიშვნელობა რომელი პარტიის კეთილსინდისიერი, პატიოსანი და კვალიფიციური ადამიანი ემსახურება ჩვენი ქვეყნის ინტერესებს. სწორედ ამიტომ დავუჭირე მე მას მხარე. არ ვიცი კიდევ ვინმეს თუ ექნება ფუფუნება, რომ ოპოზიციონერმა სპიკერმა დაუჭიროს მხარი, მაგრამ თქვენ, ბატონო შალვა, ნამდვილად გაგიმართლათ“, – განაცხადა ლევან იოსელიანმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.
განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარედ შალვა პაპუაშვილი დაინიშნა