საპარლამენტო უმრავლესობის წევრი შალვა პაპუაშვილი განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარედ დაინიშნა.
ქართული ოცნების დეპუტატს მხარი 83-მა დეპუტატმა დაუჭირა.
შეგახსენებთ, ცოტა ხნის წინ პარლამენტმა განათლების, მეცნიერებისა, კულტურისა და სპორტის სამინისტროსგან კულტურისა და სპორტის მიმართულებების ცალკე გამოყოფას მხარი დაუჭირა. კულტურისა, სპორტის და ახალგაზრდობის მინისტრად თეა წულუკიანი დაინიშნა, რომელიც მანამდე პარლამენტის განათლების, მეცნიერების და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის პოსტს იკავებდა.