LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მასწავლებელმა 9 წლის ბავშვი საკლასო ოთახში ჩაკეტა და წავიდა

291
imgID137821284

დაკავებულია დაწყებითი სკოლის მასწავლებელი, რომელმაც 9 წლის ბავშვი საკლასო ოთახში სრულიად მარტო ჩაკეტა და სახლში წავიდა.

შემთხვევა კუნძულ როდოსზე მოხდა, ამის შესახებ ინფორმაციას კი ბერძნული მედია ავრცელებს. ინციდენტის შესახებ საჯაროდ ცნობილი მშობლების საჩივრის შემდეგ გახდა.

როგორც სკოლის მოსწავლემ მშობლებს უთხრა, მასწავლებელმა იმ დღეს მოსწავლეებს განუცხადა, რომ სამამდე დაითვლიდა და ვინც ამ დროში საკლასო ოთახიდან არ გავიდოდა, იქ დატოვებდა და კარს ჩაკეტავდა და ასეც მოიქცა.

9 წლის ბავშვმა კლასიდან გამოსვლა ვერ მოასწრო და შიგნით ჩაკეტილი აღმოჩნდა. მცირეწლოვანი 20 წუთის მანძილზე ითხოვდა დახმარებას და შემდეგ ფანჯრიდან გადახტომაც სცადა, რადგან ძალიან შეეშინდა.

გარკვეული დროის შემდეგ, მისი ხმა გერმანულის მასწავლებელმა გაიგო და ბავშვი მაშინვე კლასიდან გამოუშვა.

ქალმა პროკურორს განუცხადა, რომ მცირეწლოვანი მხოლოდ რამდენიმე წუთით ჩაკეტა, თანაც ისე, რომ ვერც კი მიხვდა, რომ შიგნით იყო დარჩენილი.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g