მისი უფლებების დარღვევასთან დაკავშირებით ვართ მოსულები გამოკითხვაზე. ხორციელდება ბულინგი, ზეწოლა, – ეს განცხადება ჟურნალისტებთან ანა გაბეჩავას ადვოკატმა გააკეთა.
მცხეთაში, 18 ივნისის წვეულების მასპინძელი გაბეჩავა მცხეთის პოლიციაში გამოკითხვაზე ადვოკატთან ერთად მივიდა.
გოგონა, რომლის დაბადების დღეზეც სისხლიანი დაპირისპირება მოხდა, კამერებთან არ საუბრობს. მისი ადვოკატი კი აცხადებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფის მიმართ მუქარა და ბულინგი მიმდინარეობს და გამოძიებასთან ამ თემასთან დაკავშირებით იქნება საუბარი.
შეგახსენებთ, რომ გიორგი შაქარაშვილის 10 ტომიან საქმეში დევს მოწმეების ჩვენებები, რომლებიც ერთმანეთისგან განსხვავებული და შესაძლოა, შეცვლილია კიდეც.
შაქარაშვილის საქმეზე დაკავებულ 17-ვე პირს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა. დაკავებულებს ბრალი ორი ან მეტი პირის მიმართ განხორციელებული ჯგუფური ძალადობის, ჯგუფური ძალადობის ორგანიზების და ამავე ძალადობაში მონაწილეობის და ჯგუფურად თავისუფლების უკანონო აღკვეთის ფაქტებზე აქვს წარდგენილი.
სავარაუდოდ, ვინც მისდევდნენ, ისინი დაეწივნენ, სცემეს და გადააგდეს წყალში - შაქარაშვილის ბიძა
"გიორგი არის ნაცემი და გადაგდებული წყალში"
საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის “ბ” და “გ” ქვეპუნქტებით, 225-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით და 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის “ა” ქვეპუნქტით მიმდინარეობს.
უწყება აცხადებს, რომ სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის მიღების და გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების მიზეზის დადგენის შემდეგ საქმეს შესაბამისი შესაბამისი სამართლებრივი შეფასება მიეცემა.
უწყება არ გამორიცხავს, რომ დაკავებულ პირთა სია კიდევ გაიზარდოს, თუმცა გარდაცვალების მიზეზი ამ დრომდე უცნობი რჩება.