LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

არც ერთ მოწმეს არ ვენდობი, სიმართლეს რომ ამბობდნენ აქამდე საქმე ბოლოში გვექნებოდა გაყვანილი – შაქარაშვილის ბიძა

302
BeFunky-collage

„არავის ნდობა არ მაქვს. ვგულისხმობ მოწმეებს. რა თქმა უნდა, შეიძლება, დაზარალებულის სტატუსის მქონე ადამიანებს ბრალდებულის სტატუსი მიენიჭოთ. არსებობს ბრალდებულთა წრის გაფართოებისა და, ასევე, კვალიფიკაციის დამძიმების ალბათობა, – შაქარაშვილის ბიძა, მირიან ნიკოლაძე  არ გამორიცხავს, რომ ბრალდებულთა წრე გაიზარდოს. მეტიც, ბრალდებულთა სკამზე აღმოჩნდნენ ის ადამიანები, რომელთაც ახლა დაზარალებულის სტატუსი აქვთ.

მისი თქმით, სწორედ მოწმეების ჩვენებების გამო არ იხსნება საქმე დროულად, რადგან ისინი გამოძიებას ამომწურავ ინფორმაციას არ აწვდიან.

“ეჭვი არ მეპარება იმაში, რომ თუ გამოიკვეთებიან კონკრეტული პირები, საქმე გადაკვალიფიცირდება. მოწმეები და ბრალდებულები რომ სიმართლეს ამბობდნენ, აქამდე ეს საქმე ბოლოში გვექნებოდა გაყვანილი. მთელი ამ გამოძიების პრობლემა არის ის, რომ ვერ ვიგებთ სიმართლეს ამ მოწმეების ჩვენებების გამო. ის, ვინც არაფერს არ ამბობს, შესაძლოა, საკუთარ თავს აფარებს ხელს, შესაძლოა – თავის ნაცნობსა და მეგობარს“ – აცხადებს მირიან ნიკოლაძე.

19 წლის გიორგი შაქარაშვილის ცხედარი 4-დღიანი ძებნის შემდეგ 22 ივნისს, მდინარე არაგვში იპოვეს. შაქარაშვილის საქმეზე დაკავებულ 17-ვე პირს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა. დაკავებულებს ბრალი ორი ან მეტი პირის მიმართ განხორციელებული ჯგუფური ძალადობის, ჯგუფური ძალადობის ორგანიზების და ამავე ძალადობაში მონაწილეობის და ჯგუფურად თავისუფლების უკანონო აღკვეთის ფაქტებზე აქვს წარდგენილი.

საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის “ბ” და “გ” ქვეპუნქტებით, 225-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით და 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის “ა” ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

უწყება აცხადებს, რომ სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის მიღების და გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების მიზეზის დადგენის შემდეგ საქმეს შესაბამისი შესაბამისი სამართლებრივი შეფასება მიეცემა.

უწყება არ გამორიცხავს, რომ დაკავებულ პირთა სია კიდევ გაიზარდოს, თუმცა გარდაცვალების მიზეზი ამ დრომდე უცნობი რჩება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები