გაეროს კეთილი ნების ელჩის და მსახიობის ანჯელინა ჯოლისა და ლტოლვილების შეხვედრა კუტუპალონგში მოხდა, რომელიც მსოფლიოში ყველაზე დიდი დევნილების ბანაკია.
730 000 როჰინჯა (მიანმარის ერთ-ერთი ეთნიკური უმცირესობა) ამ რეგიონში 2017 წლის აგვისტოში ჩამოასახლეს.
მსახიობი დაინტერესდა მათი მოგონებებით, ახლანდელი ცხოვრებით და განაცხადა, რომ ამ ოჯახებთან შეხვედრა მისთვის ძალიან ემოციურია.
„მათ იციან რა არის დევნა, სამშობლოს გარეშე ყოფნა, მთელი ცხოვრების განმავლობაში. ისინი ამბობენ, რომ ეპყრობოდნენ „როგორც საქონლებს“, – ამბობს ანჯელინა ჯოლი.
როჰინჯები მუსლიმები არიან, მაშინ, როდესაც მიანმარის მოსახლეობის 90% – ბუდისტია. სწორედ რელიგიური მრწამსის გამო ხდება მათი დევნა. 2012 წელს, ბუდისტებსა და როჰინჯა მუსლიმებს შორის რელიგიური ხასიათის დაპირისპირების დროს 100 ათასი მუსლიმი უსახლკაროდ დარჩა, ათობით ათასი როჰინჯა დღემდე დროებით ბანაკებს აფარებს თავს, საიდანაც მათ გამოსვლას უკრძალავენ.