LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მათ მიერ მოქალაქეობაზე უარის თქმა მიანიშნებს, რომ საქართველოსთან ბმა დიდ ღირებულებად არ მიჩნიათ: სარჯველაძე

102
Untitled design (4)

“არც მქონია ოდესმე განცდა, რომ ეს ხალხი საქართველოს მოყვარული ხალხია და საქართველოს მოქალაქეობა მათთვის რაღაც განსაკუთრებულს ნიშნავდა. შესაბამისად, ეს ნაბიჯი შეიძლება პირადი კარიერის მოწყობისთვის იყოს გადადგმული,” – ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ყოფილი პრეზიდენტისა და ყოფილი იუსტიციის მინისტრის მოქალაქეობის საკითხს ეხმიანება.

ზურაბ ადეიშვილს საქართველოს მოქალაქეობა შეუწყდა

მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, ადეიშვილისა და სააკაშვილის მიერ საქართველოს მოქალაქეობაზე უარის თქმა მიანიშნებს იმაზე, რომ მათ საკუთარ ცხოვრებაში საქართველოსთან ბმა მაინცდამაინც დიდ ღირებულებად არ მიჩნიათ.

როგორც სარჯველაძე აღნიშნავს, ეს გადაწყვეტილება მათი ღირებულებების ქართულ ღირებულებებთან არაათავსებადობაზე მიანიშნებს:

“არც მქონია ოდესმე განცდა, რომ ეს ხალხი საქართველოს მოყვარული ხალხია და საქართველოს მოქალაქეობა მათთვის რაღაც განსაკუთრებულს ნიშნავდა. შესაბამისად, პირადი კარიერის მოწყობისთვის შეიძლება იყოს ეს ნაბიჯი გადადგმული. მსგავსი მერკანტილური დამოკიდებულებებით ადამიანებისგან, რომლისთვისაც საქართველოს მოქალაქეობა დიდი ღირებულება არ არის, ნამდვილად არ მიკვირს და არაფერი უცნაური ამაში არ არის.

უფრო მნიშვნელოვანია მათი გაკეთებული საქმეები, საქართველოს ღირებულებების სისტემის წინააღმდეგ, რომელიც არა ერთი გვინახავს: ქართული სახელმწიფოებრიობის და ქართული სამართლებრივი სისტემის დასაზიანებლად გადადგმული ნაბიჯები, ადამიანის უფლებების ფეხქვეშ გათელვა და ის ზიანი, რომელიც ზოგადად ჩვენი ქვეყნის ისტორიაში შავ ლაქად დაამჩნიეს ბევრი მიმართულებით.

ადეიშვილისა და სააკაშვილის მიერ საქართველოს მოქალაქეობაზე უარის თქმა მიანიშნებს, რომ მათ საკუთარ ცხოვრებაში საქართველოსთან ბმა მაინცდამაინც დიდ ღირებულად არ მიჩნიათ, რომ არაფერი ვთქვათ მათი ღირებულებების ქართულ ღირებულებებთან არაათავსებადობაზე. ეს არის პრობლემა, რომელიც სამწუხაროდ წინა ხელისუფლებას ჰქონდა.” – თქვა სარჯველაძემ.

შეგახსენებთ, იუსტიციის ყოფილ მინისტრს, ზურაბ ადეიშვილს საქართველოს მოქალაქეობა შეუწყდა.

ადეიშვილმა საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტის მიზნით, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს განცხადებით მიმდინარე წლის 4 მარტს მიმართა.

პოპულალურები