LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“მათ საქმიანობაზე დაყრდნობით, მრავალი წლის განმავლობაში მაღალი ნდობა გაგვიჩნდა” – ანა ნაცვლიშვილი სახალხო დამცველის კანდიდატებზე

67
BeFunky-collage

“სახალხო დამცველი უნდა იყოს ადამიანი, რომელიც სახელმწიფოს სისტემას, სიძლიერეს არ შეუშინდება, როდესაც მეორე მხარეს იქნება მოქალაქე, დაჩაგრული, სამართალწართმეული და უფლება აყრილი. ამისთვის იქმნება ეს ინსტიტუცია”, – ამის შესახებ პარლამენტის წევრმა პარტიიდან “ლელო” ანა ნაცვლიშვილმა “ფორტუნას” გადაცემაში “დღის თემა” განაცხადა.

ანა ნაცვლიშვილი ფიქრობს, რომ “ლელოს” მიერ წარდგენილ კანდიდატებს აქვთ პერსპექტივა გადაიბარონ ომბუდსმენის მაღალი საპასუხისმგებლო თანამდებობა, ვინაიდან როგორც ნაცვლიშვილი აფასებს, მათ აქვთ საკმაო გამოცდილება და პროფესიული კვალიფიკაცია.

სახალხო დამცველის კანდიდატებზე კომისიის შეფასება ცნობილია – ვის აქვს ყველაზე მაღალი მაჩვენებელი

„მათ საქმიანობაზე დაყრდნობით, მრავალი წლის განმავლობაში მაღალი ნდობა გაგვიჩნდა. ესენი არიან ანა აბაშიძე, გიორგი ბურჯანაძე, ნაზი ჯანეზაშვილი, რომელსაც კომიტეტი კვირის ბოლოს მოუსმენს.

თავად “ქართული ოცნების” მიერ შექმნილმა კომისიამაც კი უმაღლესი ქულები დაუწერა ამ სამ კანდიდატს, რომლებიც ასევე არასამთავრობო სექტორის მხრიდან იქნენ წარმოდგენილი და ფილტრიც გაიარა“, – აღნიშნა ნაცვლიშვილმა.

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტი 26 ოქტომბრის სხდომაზე სახალხო დამცველობის მომდევნო ოთხ კანდიდატს მოუსმენს. ომბუდსმენის თანამდებობის დაკავების მსურველთა მოსმენა ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის ფარგლებში 29 ოქტომბრის ჩათვლით გაგრძელება.

დღეს ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე მოუსმინეს მოქმედი ომბუდსმენის მოადგილე, გიორგი ბურჯანაძეს, ანა აბაშიძესა და მარიკა არევაძეს.

შეგახსენებთ, პარლამენტის თავმჯდომარის მიერ შექმნილმა სამუშაო ჯგუფმა სახალხო დამცველის კანდიდატები შეაფასა და თითოეულ მათგანს შესაბამისი ქულაც მიანიჭა.

ცნობისთვის, მოქმედ სახალხო დამცველ ნინო ლომჯარიას უფლებამოსილების ვადა 2022 წლის 8 დეკემბერს ეწურება. პარლამენტმა ახალ სახალხო დამცველს კენჭი 1 დეკემბრამდე უნდა უყაროს. სახალხო დამცველის არჩევას, სულ მცირე, 90 დეპუტატის მხარდაჭერა სჭირდება.

პარლამენტმა სახალხო დამცველის არჩევის ახალი წესი მესამე მოსმენით მიიღო

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g