LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“მათ თავისუფლად შეიძლება დავარქვათ საკუთარ დებატებში დაკარგულები” – მდინარაძე ოპოზიციაზე

65
მამუკა მდინარაძე

“ქართული ოცნების” თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე დღეს, პარლამენტში გამართულ დებატებს აფასებს.

მდინარაძის თქმით, ოპოზიციის წარმომადგენლებს სურდათ, დებატები მოეგოთ და უნდოდათ გამოეჩინათ, რომ საქართველო კანდიდატის სტატუსის მისაღებად მზად არ არის:

“გულწრფელად რომ გითხრათ, მათი მხრიდან გაცილებით მომზადებულ “სფიჩებს” ველოდებოდი და ძალიან მოუმზადებლები იყვნენ, რადგან გაიჭედნენ მათ ორ მთავარ მიზანს შორის.

უნდოდათ, დებატები მოეგოთ და უნდოდათ გამოეჩინათ, რომ საქართველო კანდიდატის სტატუსის მისაღებად მზად არ არის.

საქართველო მზად არის და ბევრად უსწრებს იმ ქვეყნებსაც კი, რომლებსაც ასეთი სტატუსი მინიჭებული აქვთ და ყველაზე სერიოზული შეცდომა დაუშვეს, როცა აირჩიეს გზა, რომ მათი ხსნა არის – საქართველომ სტატუსი არ მიიღოს, მაგრამ ამის გახმოვანება, ბალანსის დაცვა, ერთად, ყველაფერი ძალიან გაუჭირდათ და ჩაიკარგნენ ამ დებატებში, თავისუფლად შეიძლება დავარქვათ მათ საკუთარ დებატებში დაკარგულები.

კულმინაცია იყო, როცა არჩილ თალაკვაძემ სთხოვა მათ ხელის აწევით დაედასტურებინათ დღევანდელი მოცემულობით ღირდა თუ არა, საქართველომ კანდიდატის სტატუსი მიიღოს, მხოლოდ ერთმა ასწია ხელი ოპოზიციიდან, ვერ გაბედეს ხელის აწევა, შეგვიძლია გავამძაფროთ და დავარქვათ ამას საქართველოს მტრობა, მეორე მხრივ, შეიძლება დაბნეულობა დავარქვათ, რბილად რომ ვთქვათ, ყველა მოცემულობით, წაგებულ მდგომარეობაში არიან”, – თქვა მდინარაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები