მეტრო საბურთალოს ხაზზე მოძრაობა განახლდა.
როგორც „ფორტუნას“ სატრანსპორტო კომპანიაში განუცხადეს, მეტროს გაჩერების მიზეზი ტექნიკური ხარვეზი იყო.
„საბურთალოს ხაზზე მოძრაობა უკვე აღდგა. მატარებელს ჰქონდა ტექნიკური ხარვეზი, ამ დროისთვის პრობლემა აღმოფხვრილია,“ – თქვეს სატრანსპორტო კომპანიაში.
ცნობისთვის, მეტრო საბურთალოს ხაზზე, დღეს დილით, მოძრაობა, დროებით შეჩერებული იყო.
 
				 
															
 
															 
 
 
  
  
  
  
  
  
  
  
  
  
  
  
  
  
  
  
  
  
  
  
  
  
  
  
  
  
  
 