LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მატჩაპური: კონფედერაციათა თასისთვის საფეხბურთო აჭარული ხაჭაპური დაამზადეს

62

კონფედერაციათა თასმა სტარტი სანკტ-პეტერბურგის ახალ სტადიონზე აიღო. გახსნის მატჩში მასპინძელმა რუსეთმა ახალ ზელანდიას 2:0 მოუგო.
სხვათა შორის, ამ შეხვედრაში დებიუტი ქონდა და სრულად ითამაშა გიორგი ჯიქიამ, შესაბამისად ის საქართველოს ნაკრებში ვეღარასოდეს ვერ ითამაშებს. თუმცა ფეხბურთელის მიერ გაკეთებული არჩევანი შემდეგ ამის შანსი ისედაც თითქმის არ ყოფილა.

მოგეხსენებათ, კონფედერაციათა თასი მომდევნო მუნდიალის გენერალური რეპეტიციაა ხოლმე და ორგანიზატორები ათას წვრილმანს ხვეწენ. მათ შორის არიან საზოგადოებრივი კვების ობიექტები, რუსეთში კი ბევრი ქართული რესტორანი.

ყაზანში არსებული რესტორნების ქსელი “Хинкальная” გულშემატკივრებს მენიუში ახალ კერძს, მატჩაპურის თავაზობს. ახალი კერძი აჭარული ხაჭაპურის განახლებული ვერსიაა, თუმცა ტრადიციულისგან ოვალური ფორმით განსხვავდება და სიმბოლურად 11 კვერცხითაა გაფორმებული.

კერძი საფეხბურთო სტადიონის და მოთამაშეების სიმბოლოა.

ასევე კონფედერაციის თასის განმავლობაში შესაძლებელი იქნება ფეხბურთთან დაკავშირებული ლეგენდარული ქართველების საყვარელი კერძების დაგემოვნება. ესენი გახლავთ: ზურაბ სოტკილავა – თბილისის „დინამოს“ ექს-ფეხბურთელი, დავით ყიფიანი – საბჭოთა ფეხბურთელი და მწვრთნელი, სსრკ-ს სპორტის ოსტატი (ასე რუსები წერენ) და კოტე მახარაძე – საბჭოთა სპორტული კომენტატორი.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები