LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მათი გარკვეული მოწოდებები აბსოლუტურად მესმის და ძალიან გულწრფელია, თუმცა ულტიმატუმების ენით საუბარი საქმეს არ წაადგება: კუჭავა “რიონის ხეობის მცველებზე”

43
კახა კუჭავა

“აქციაზე მართლა დიდი რაოდენობით მოქალაქეები იყვნენ შეკრებილი და იყო გარკვეული მოწოდებები, რომელიც აბსოლუტურად მესმის და ძალიან გულწრფელია, თუმცა არ არის სწორი, ულტიმატუმების ენით საუბარი და ეს ნამდვილად არ წაადგება საქმეს,” – პარლამენტის თავმჯდომარემ “ნამოხვანჰესის“ მშენებლობასთან დაკავშირებულ პროტესტზე საუბრის დროს აღნიშნა, რომ პირველ რიგში, მნიშვნელოვანია მოისმინონ, რას ითხოვს ის ხალხი, რომელიც აპროტესტებს.

კახა კუჭავა აცხადებს, რომ მნიშვნელოვანია, საკანონმდებლო დონეზე, შემუშავდეს ის კონცეფცია, რომელიც სახელმძღვანელო იქნება თუ რა პოლიტიკას ატარებს სახელმწიფო ენერგოდამოუკიდებლობის შენარჩუნების კუთხით და რომელიც გარემოზე ზედმეტი ზიანის მიყენების ხარჯზე არ განხორციელდება.

კუჭავა აღნიშნავს, რომ მნიშვნელოვანია, აღნიშნულ დოკუმენტზე მუშაობაში ყველა ის მხარე ჩაერთოს, რომელსაც სურვილი ექნება:

“დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის თავმჯდომარესთან ჩვენ, ბრიუსელში ვიზიტამდე გვქონდა საუბარი იმ საკითხებთან დაკავშირებით, რომ ერთხელ და სამუდამოდ საკანონმდებლო დონეზე, პოლიტიკის დონეზე იქნას შემუშავებული ის კონცეფცია, ის დოკუმენტი, რომელიც სახელმძღვანელო იქნება თუ რა პოლიტიკას ვატარებთ ჩვენ ენერგოდამოუკიდებლობის შენარჩუნების კუთხით, რომელიც არ იქნება გარემოზე ზედმეტი ზიანის მიყენების ხარჯზე განხორციელებული, ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ ამ დოკუმენტზე მუშაობაში ჩაერთოს ყველა ის მხარე, რომელსაც სურვილი ექნება.

დღეს ეს ვთქვი, მაგრამ არ მინდოდა წინასწარ დამეანონსებინა, ამაზე თვითონ დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის თავმჯდომარე ისაუბრებს, როდესაც მზად იქნება. აუცილებელია, რომ ეს პროცესი დაიწყოს და ნებისმიერ სხვა პროექტზე კითხვის ნიშანი არ გაჩნდეს და ყველამ იცოდეს, რა არის ის სავალდებულო პირობების დაკმაყოფილება, რომ აღმოიფხვრას შემდეგი გაუგებრობები.” – თქვა კუჭავამ.

ვფიქრობ, “ვაიპატრიოტიზმის” კონტექსტში ხელისუფლებას უნდა განვიხილავდეთ: ვარლამ გოლეთიანი პრემიერის განცხადებას პასუხობს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g