LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მათი საქმიანობის შედეგია, როგორმე იტივტივონ პოლიტიკურ სარბიელზე და ამით ხეირი ნახონ – ალუდა ღუდუშაური ვაშაძე-ჯაფარიძე-ხოშტარიაზე

61
11

„გირჩი – მეტი თავისუფლების“ ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ, პარტია „დროას” ლიდერმა ელენე ხოშტარიამ და „სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერმა გიორგი ვაშაძემ ბათუმში ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრა გამართეს. აღნიშნულს უმრავლესობის წარმომადგენლები გამოეხმაურნენ.

„ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერის ალუდა ღუდუშაურის თქმით, „მათი საქმიანობის შედეგი არის მხოლოდ ერთი, რომ როგორმე იტივტივონ პოლიტიკურ სარბიელზე“. მისივე თქმით, მასკარადში, რომელსაც ისენი აწყობენ, როლები განაწილებულია.

„ხოშტარიას შეიძლება სხვა როლი ჰქონდეს, ჯაფარიძეს – სხვა და ვაშაძეს – სხვა, მაგრამ მათი საქმიანობის შედეგი არის მხოლოდ ერთი, რომ როგორმე იტივტივონ პოლიტიკურ სარბიელზე და ამით ხეირი ნახონ. ზოგიერთი რუსული რუბლების აღებით არის დაკავებული, მაგალითად ხოშტარია. ჯაფარიძეს სხვა ინტერესები აქვს, ვაშაძეს სხვა, მაგრამ მათი ინტერესი არ არის ქვეყნის და საზოგადოების კეთილდღეობა“, – განაცხადა ალუდა ღუდუშაურმა.

რატი იონათამიშვილის განცხადებით, ვაშაძე-ჯაფარიძე-ხოშტარიას არანაირი პერსპექტივა არ გააჩნიათ, იმიტომ რომ უკიდურესი რადიკალიზაციით გამოირჩევიან.

„ერთი მხრივ, საერთოდ არ არიან ჩართული მუშაობის პროცესში, ისინი საკუთარი ნებით გაიქცნენ პარლამენტიდან. როგორც ჩანს, მათ იმის რესურსიც არ აქვთ, რომ ამ შეცდომებიდან გამოიტანონ დასკვნები, შესაბამისად, მათი ეს ზრახვები ახლაც უშედეგო იქნება“, – აცხადებს რატი იონათამიშვილი.

პოპულალურები