LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მათიკაშვილი: ეს არის ღირსეული ქართველების აქცია

39
დავით მათიკაშვილი

“ქართული ოცნების” საარჩევნო კამპანიის შემაჯამებელი აქციის დაწყებამდე ერთ საათზე ნაკლები რჩება.

აქციასთან დაკავშირებულ მოლოდინებზე უკვე საუბრობენ მმართველ პარტიაში და აცხადებენ, რომ დღეს თავისუფლების მოედანზე მივა ათიათასობით მოქალაქე, რომლის მთავარი ღირებულებაც თავისუფლება და ნათელი მომავალია.

მმართველი პარტიის ერთ-ერთი წევრის, დავით მათიკაშვილის თქმით, ეს არის ღირსეული ქართველების აქცია, რომელიც ძალადობისა და უღირსობის წინააღმდეგ არის მიმართული:

“საქართველო და მთელი მსოფლიო იხილავს საქართველოს ათიათასობით ღირსეულ მოქალაქეს, რომელიც თავისუფლების მოედანს და რუსთაველის გამზირს გაავსებს და რომელთა სიმრავლესაც ეს ქუჩები ვერ დაიტევს. სამუშაო დღეა და ამიტომ კიდევ ბევრი ვერ შეძლებს აქციაზე მოსვლას. ეს არის ღირსეული ქართველების აქცია, რომელიც მიმართულია ძალადობის, უღირსობის წინააღმდეგ, რისი განსხიერება და ეტალონიც გახლდათ მიხეილ სააკაშვილი და “ნაციონალური მოძრაობა”.

ეს ბოროტი ძალა ვერასდროს ვეღარ შეძლებს და ჩვენი ქვეყნის ჯიჯგვნას ვერ გააგრძელებს, რადგან ასი ათასი ქართველი გააპროტესტებს დღეს ამას და ასი ათასი ქართველი ეტყვის მთელს მსოფლიოს, რომ საქართველო არასდროს აღარ დაუბრუნდება ძალადობრივ რეჟიმს. მხოლოდ პროგრესი, წინსვლა, განვითარება, ჩვენი ევროპული განვითარება არის “ქართული ოცნების” ერთადერთი მიზანი და ეს ყველაფერი 30 ოქტომბერს კიდევ ერთხელ გაცხადდება. 30 ოქტომბერს კიდევ ერთი განაჩენი ელოდება “ნაციონალურ მოძრაობას” და მის ბელადს ქართველი ხალხისგან.” – თქვა მათიკაშვილმა.

მისივე თქმით, არ შეიძლება კონტრაქცია ეწოდო დღევანდელ აქციას, რომელიც ერის, ხალხის თავისუფლებისკენ სწრაფვის გამოხატულებაა.

შეგახსნებთ, აქცია თავისუფლების მოედანზე 17:00 საათზე დაიწყება.

“გენაცვალეთ ქართველებო, ნაც-ჯალათებო დახვდით, თქვენს მიერ გამწარებულ ქართველ ხალხს” – ოქიტაშვილი თბილისში მომავალ ავტოკოლონების ვიდეოს ავრცელებს

თბილისში დაგეგმილ აქციაში მონაწილეობის მისაღებად კოლონები უკვე დაიძრა – რომელი რეგიონიდან და რამდენ მხარდამჭერს ელოდება „ოცნება“

ნანუკა ჟორჟოლიანი: “2012 წელს ენმ-მ სახელმწიფო სამსახურის ყველა თანამშრომელი გაიყვანა აქციაზე, კი გახსოვთ, არჩევნები წააგეს, ზუსტად იგივეს იმეორებენ და შედეგიც იგივე იქნება”

ზარქუა: მმართველი პარტია ვართ, ხალხნო, არანაირი კონტრაქცია! 900 ათასმა ადამიანმა დაგვიჭირა მხარი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g