LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნანუკა ჟორჟოლიანი: “2012 წელს ენმ-მ სახელმწიფო სამსახურის ყველა თანამშრომელი გაიყვანა აქციაზე, კი გახსოვთ, არჩევნები წააგეს, ზუსტად იგივეს იმეორებენ და შედეგიც იგივე იქნება”

138
BeFunky-collage (11)

დილიდან მიმდინარეობს მზადება „ქართული ოცნების“ შემაჯამებელი საარჩევნო შეკრებისთვის, რომელიც დღეს თავისუფლების მოედანზე არის დაგეგმილი. აღნიშნულ მზადებას ტელეწამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი ეხმიანება სოციალურ ქსელში.

“2012 წელს, არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე ნაციონალურმა მოძრაობამ სახელმწიფო სამსახურის ყველა თანამშრომელი გაიყვანა აქციაზე. იმდენი ხალხი იყო, დინამოს სტადიონის სიდიდის მიუხედავად ეფექტურობა თვალსაჩინო იყო.

კი გახსოვთ, ნაციონალებმა არჩევნები წააგეს.

ზუსტად იგივეს იმეორებენ და შედეგიც იგივე იქნება.

ქართული ოცნება არჩევნებს წააგებს”,- წერს ნანუკა ჟორჟოლიანი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g