LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მათიკაშვილი: გია კობახიძე, ჩართული იყო საქართველოსა და უკრაინის მეგობრობის გამყარებაში, არახამია კი რუსული სპეცსამსახურების წარმომადგენელია

100
დავით მათიკაშვილი

„ბატონი გია კობახიძე როგორც ეროვნული მოძრაობის ერთ ერთი ლიდერი და შემდგომ, საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერი პირადად იყო ჩართული საქართველოს და უკრაინის ახლად ფეხადგმული დამოუკიდებელი სახელმწიფოების მეგობრობის და თანამშრომლობის გაღრმავებაში და გამყარებაში“, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატი, დავით მათიკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

აღნიშნულით იგი უკრაინის უმაღლესი რადას ფრაქციის „ხალხის მსახურის“ ლიდერს, დავით არახამიას მიერ „მთავარი არხის“ ეთერში გაკეთებულ კომენტარს ეხმაურება და აღნიშნავს, რომ არახამია, როგორც რუსული სპეც სამსახურების წარმომადგენელი, საქართველოს მტრობაში პირველობისთვის ჩვენი ქვეყნის არაკეთილმოსურნეებს ეცილება.

„ბატონი არახამია, როგორც რუსული სპეც სამსახურების თვალსაჩინო წარმომადგენელი, ასრულებს რა პატრონების დავალებას საქართველოს მტრობაში ეცილება პირველობას ჩვენი ქვეყნის არაკეთილმოსურნეებს. ეს არის რეალობა და არა არახამიას რაღაც ნაბოდვარი, სადაც ღია ცილისწამებას და მტრობასთან ერთად, აშკარად იკითხება საკუთარი მძიმე ცოდვების სხვისთვის გადაბრალების ამორალური მაგრამ ძალზედ უბადრუკი მცდელობა.

რაც შეეხება ზოგიერთი ჟურნალისტის „მაღალ“ პროფესიულ და ეთიკურ სტანდარტს, კითხვა რომლის ტექსტის ნებისმიერი ვარიაცია შეურაცხმყოფელია ღირსეული ადამიანისგან ყოველთვის მიიღებს ღირსეულ პასუხს. ჩემი სრული მხარდაჭერა ძალიან ღირსეული მამის ძალიან ღირსეულ შვილს ირაკლი კობახიძეს.“– წერს მათიკაშვილი „ფეისბუკზე“.

შეგახსენებთ, რომ გუშინ, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ „მთავარი არხის“ ჟურნალისტს შეურაცხმყოფელი რეპლიკებით მიმართა.

ვიდეო – „არახამია არის არაკაცი… КГБ-შნიკი არის მამათქვენი, ნუ კანკალებ“: ირაკლი კობახიძე ჟურნალისტს დაუპირისპირდა

კობახიძის გაღიზიანება დავით არახამიას მიერ გაკეთებული განცხადების საპასუხოდ დასმულ შეკითხვას მოჰყვა, როცა ჟურნალისტმა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარეს მამამისის შესაძლო КГБ-შნიკობაზე ჰკითხა.

ამავე თემაზე:

ვიდეო: პირდაპირ პირად შეურაცხყოფაზე გადმოვიდა…კობახიძე ჩემმა კრიტიკულმა კითხვებმა გააღიზიანა – ნატალი ჯახუტაშვილი ირაკლი კობახიძის თავდასხმაზე

“როდესაც დარწმუნდა, რომ აღარ ვუღებდით, ფანჯარას ჩამოუწია და პირდაპირ გვაგინა” – ჟურნალისტი ნატალი ჯახუტაშვილი სიტყვიერ შეურაცხყოფაში მმართველი გუნდის კიდევ ერთ წევრს ამხელს

10-ჯერ უარესი რომ არ გითხრათ, ძალიან გამიკვირდა… თქვენ მიაყენეთ ბინძური შეურაცხყოფა ირაკლი კობახიძეს…კრემლის სასარგებლო იდიოტები ხართ: მამუკა მდინარაძე

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g