LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Mattel-ის სიურპრიზი BTS-ის თაყვანისმცემლებს – კომპანია ჯგუფის წევრების თოჯინებს გამოუშვებს (ფოტო)

596
03-BTS-2018-press-photo-BigHit-Entertainment-billboard-1548

სათამაშოების მწარმოებელმა ამერიკულმა კომპანიამ, Mattel ახალი თოჯინების კოლექციის საიმიჯო ფოტოები გამოაქვეყნა. გაირკვა, რომ უახლოეს მომავალში BTS-ის თაყვანისმცემლებს, სამხრეთ კორეული ბენდის წევრების, ჯინის, ჯეი-ჰოუპის, შუგას, ჯიმინის, ჯონგუქის, RM-ისა და V-ის ფიგურების შეძენა შეეძლებათ.

სიახლის რელიზის თარიღი და თითოეული ან ერთიანი პროდუქტის ფასი ჯერჯერობით უცნობია.

აღსანიშნავია, რომ კაფსულის ინსპირაციად კოლექტივის ვიდეო სიმღერაზე Idol იქცა.

შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ, მსგავსი სიურპრიზი BTS-ის თაყვანისმცემლებს პოპ კულტურის საკოლექციო ნივთების მწარმოებელმა კომპანიამ, Funko მოუწყო.

Funko BTS-ის, Backstreet Boys-ისა და Post Malone-ის საკოლექციო ფიგურებს გამოუშვებს (ფოტო) 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები