LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მათთვის, თურმე ყველაფერი შეიძლება… ძალიან დიდი ბოდიში, მაგრამ კალაძეზე უკეთესი მეგობრები მყავს – თაკო დოლაბერიძე

893
თაკო და კახა

ივენთმენეჯერი და რესტორატორი თაკო დოლაბერიძე ამბობს, რომ აქციაზე არასდროს ყოფილა, მაგრამ იძულებული გახდა, გუშინ წასულიყო და შეზღუდვები გაეპროტესტებინა, რადგან შეზრუდვების გაგრძელება მისი ბიზნესის სიკვდილს ნიშნავს.

აქციაზე პირველად ვიყავი. ორგანიზატორების გვარებიც კი არ ვიცოდი. გაბრაზებული და შეურაცხყოფილი ვარ იმის გამო, რაც გუშინ „ფორმულას“ ეთერში ვნახე. აღმოჩნდა, რომ ბატონ კახი კალაძის მეგობრებს შეუძლიათ, ქორწილიც გააკეთონ, დაბადების დღეები გადაიხადონ, რესტორნებიც დაკეტონ და ჩვენ არაფერი არ შეგვიძლია. 

მე არც მეჯვარედ შემიძლია, წავიდე. ჩემი დაბადების დღეც არ შემიძლია, რომ გადავიხადო, იმიტომ რომ არ შეიძლება და მათთვის, თურმე ყველაფერი შეიძლება. ასე არ შეიძლება… 

რა შეზღუდვები იხსნება 1-ელი თებერვლიდან – რეგულაციების ნაწილი მარტამდე დარჩება

არიან რესტორნები რომლებიც მუშაობენ, ოღონდ მთავრობამ ამის შესახებ არ იცის. 

ან იცის, რომ მუშაობს და არჩევს, რომ ჩუმად იყოს. მიტინგზე გავიგე, რომ თურმე ვიღაცებს მწვანე აქვთ ანთებული და რას ნიშნავს 21-ე საუკუნეში მწვანეანთებული ყოფნა იმის გამო, რომ კალაძის მეგობარია. და მე რომ არ ვარ კალაძის მეგობარი უნდა დავიჩაგრო?

ძალიან დიდი ბოდიში, მაგრამ კალაძეზე უკეთესი მეგობრები მყავს. რა გამოდის, რომ ამათი დროა და ჩემი დრო არ არის?

მე მინდა მათ ვუთხრა, რომ ჩემი დრო სულ არის და სულ იქნება“, – ამბობს თაკო დოლაბერიძე „ტვ პირველის“ ეთერში დასძენს, რომ შექმნილ მდგომარეობაზე ძალიან გაბრაზებულია.

აღდგეს საზოგადოებრივი ტრანსპორტი, გაუქმდეს „კომენდანტის საათი“, გაიხსნას ეკონომიკა: აქციის მონაწილეებმა პარლამენტის წინ ცარიელი მაცივარი მიიტანეს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g