LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მაყვალა ჩიხლაძე: „რა მოვალე ვიყავი? 35 წლის გაცილებული ცოლი არჩილს ვპატრონობდი…“

754
მაყვალა ჩიხლაძე

მაყვალა ჩიხლაძე ჟურნალ „სარკესთან“ (14 მაისის ნომერი) იხსენებს, როგორ უვლიდა ალცჰაიმერით დაავადებულ ყოფილ მეუღლეს, არჩილ ჩიხლაძეს, რომელთან დუეტმაც მას დიდი წარმატება მოუტანა… მიუხედავად იმისა, რომ წყვილს ორი შვილი შეეძინა, ოჯახი დაინგრა და მას მერე არჩილს კიდევ ორი მეუღლე ჰყავდა, მაყვალა ჩიხლაძე კი აღარ გათხოვილა…

მაყვალა ჩიხლაძე:

„არჩილი მისმა ეჭვიანობამ დააავადა. ეჭვიანიც იყო და მოჩვენებებიც ჰქონდა, თითქოს ვიღაც მოსაკლავად დასდევდა. ამან მის ფსიქიკაზე იმოქმედა და ალცჰაიმერის რთული ფორმით დაავადდა. მარტო ცხოვრობდა და იკარგებოდა. ქუჩაში პატრული რომ პოულობდა, მე და ირმას გვირეკავდნენ. ერთხელ მანქანამ დაარტყა, საავადმყოფოში გადაიყვანეს და მაშინაც ჩვენ დაგვირეკეს.

მე და ირმა ვპატრონობდით. ამიხსენით, რა მოვალე ვიყავი? 35 წლის გაცილებული ყოფილი ცოლი ვიყავი, ჩემ შემდეგ ორჯერ მოიყვანა ცოლი, მაგრამ ორივე გაექცა. ჩემი შვილების ხათრით ვუვლიდი…“

ვიდეო: მაყვალა ჩიხლაძე: „არჩილი სულ მღალატობდა და ჩემზე ეჭვიანობდა…“

ვიდეო: „გაშორებული ვიყავი, მაგრამ მაინც მამოწმებდა.. ჩემს მერე ორი ცოლი გამოიცვალა და ისინი საერთოდ არ გაკარებიან“ – მაყვალა და არჩილ ჩიხლაძეების სიყვარულის სევდიანი ისტორია

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g