LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „გაშორებული ვიყავი, მაგრამ მაინც მამოწმებდა.. ჩემს მერე ორი ცოლი გამოიცვალა და ისინი საერთოდ არ გაკარებიან“ – მაყვალა და არჩილ ჩიხლაძეების სიყვარულის სევდიანი ისტორია

1412
Untitled design (8)

ჩიხლაძეების დუეტი გასული საუკუნის ბოლო ათწლეულებში ყველაზე პოპულარული დუეტი იყო
სამწუხაროდ, არჩილ ჩიხლაძე რამდენიმე წლის წინ გარდაიცვალა. მაყვალა (ბოტკოველი) ჩიხლაძე კი დღესაც არაჩვეულებრივად ასრულებს ნოსტალგიურ სიმღერებს.

„ნიკოლოზის კითხვების“ სტუმარი მაყვალა ჩიხლაძე იქნება.

როგორც გადაცემის ანონსიდან ხდება ცნობილი, წყვილი სცენაზე გასვლამდე ბევრს კამათობდა, მაგრამ სცენაზე შესციცინებდნენ ერთმანეთს თვალებში, რომ ხალხისთვის არაფერი ეჩვენებინათ.

„ძალიან ეჭვიანი იყო, ვერ ავიტანე, მარტო გასვლის უფლება არ მქონდა. გაშორებული ვიყავი, მაგრამ მაინც მამოწმებდა..

ალცჰაიმერის დიაგნოზი დაუდგინდა, იკარგებოდა ხოლმე. წავიყვანეთ თავშესაფარში. აგორდა თემა, რომ უპატრონოდ არის და მშიერია. ჩემს მერე ორი ცოლი გამოიცვალა და ისინი საერთოდ არ გაკარებიან“, – ამბობს მაყვალა ჩიხლაძე.

ვიდეო: „ცრემლების გარეშე ვერ მოუსმენ“, „მართლა სულში ჩამწვდომი სიტყვებია, ტირილით გისმენდით“ – მაყვალა ჩიხლაძის ემოციური ნამღერით მსმენელი აღფრთოვანდა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები