LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მაყვალა გონაშვილი: „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ მწერალთა კავშირის განადგურება სამ რამეს ემსახურებოდა, პირველი – ცნობიერების შეცვლას, მეორე – ქონების შოვნას, სახელმწიფოს ართმევდნენ ყველაფერს და მესამე, ეს იყო შიშის დათესვა

274
მაყვალა გონაშვილი

2003–2012 წლებში მოქმედი რეჟიმის, ამ რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირებისა და პოლიტიკურ პარტიებში გაერთიანებული მოქმედი და ყოფილი თანამდებობის პირების 2003 წლიდან დღემდე საქმიანობის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე, მწერალთა კავშირის ყოფილ თავმჯდომარე, მაყვალა გონაშვილს უსმენენ.

მან „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების დროს, საქართველოს მწერალთა კავშირში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ისაუბრა და თქვა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ მიზანი მწერალთა კავშირის განადგურება იყო, რაც მისივე განცხადებით, რამდენიმე მიზანს ემსახურებოდა – „პირველი ეს იყო ცნობიერების შეცვლა, ახალი ადამიანის მიღება. მეორე, ქონების შოვნა, სახელმწიფოს ართმევდნენ ყველაფერს, ხოლო, მესამე, ეს იყო შიშის დათესვა“.

„ჩვენ პირველი მსხვერპლი ვიყავით, შემდეგ ამას მოჰყვა ჟურნალისტების დარბევა, უნივერსიტეტში მხცოვანი პროფესორების გამოკეტვა დახურულ შენობაში, ტუალეტში შესვლის უფლებაც რომ არ მისცეს. ამას მოჰყვა საშინელი დამოკიდებულება უწმინდესისადმი, ცოტა ხანში აკადემიისადმი ცინიკური დამოკიდებულება ანუ იმაზე, რაზეც ქვეყნის ცნობიერება იდგა, მისი შეურაცხყოფა და დამცირება, მაგრამ რა უნდოდათ ყველაზე მეტად – სამ რამეს ემსახურებოდა ჩვენი განადგურება: ეს იყო ისტორიული საძირკვლის მორყევა, იმიტომ, რომ ყველაზე მეტად ქართულ მწერლობაში არის გაცხადებული ერის სულიერება და როდესაც მწერალთა კავშირი შეიქმნა, სწორედ ტიციან ტაბიძე ბრძანებდა, რომ „ერის სული მწერლობაში ლაპარაკობს, სხვას არავის აქვს ერის სახელით ლაპარაკის უფლება. ეს მწერლის საღმრთო საქმეა და თუ ვინმეს საქართველოს მოკვლა სურს, ჯერ მწერალს უნდა ესროლოს“. ეს ის პერიოდია, მოკვლა აღარ სჭირდებათ ჩვენი, ისედაც გამცირებენ, ისეთ გადაცემებს აკეთებდნენ, გული გაგისკდებოდა მწერალთა კავშირზე, დიდუბის პანთეონს შეურაცხყოფდნენ გადაცემებით, მახსოვს. პირველი, ცნობიერების შეცვლა, ახალი ადამიანის მიღება. ასეთ პროცესს ჰქვია გონების მალაყი. ქართველებს, რომლებსაც ყველაზე მეტად ქართული სიტყვა უყვარდათ, მათ გონებაში მალაყი უნდა მომხდარიყო. ქონების შოვნა, სახელმწიფოს ართმევდა ყველას და ყველაფერს, განკულაკება ხდებოდა. ამით ავსებდნენ თავის სალაროებს და მესამე, რაც უმნიშვნელო არ არის, ეს იყო შიშის დათესვა. შენ, ვინც მე არ მიმიღე გაშლილი ხელითა და გაშლილი გულით, ისეთივე პასუხს გაგცემ. სამივემ გადაიარა ჩვენს თავზე“,- განაცხადა მაყვალა გონაშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g