LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მბაპეს სუპერ ელექტრომობილი აჩუქეს, მაგრამ… მართვის მოწმობა არ აქვს

123
mbappe_8129205_20240728145020

კილიან მბაპეს BMW აჩუქეს.

გერმანულმა ავტომწარმოებელმა, რომელიც „რეალის“ სპონსორია, მადრიდული კლუბის ახალწვეულს ელექტრომობილი i7 M70 xDrive გადასცა.

ორძრავიანი სედანის სიმძლავრე 660 ცხენის ძალაა და 100 კმ/სთ-ს 3.7 წამში ავითარებს. მაქსიმალური სისწრაფე 250 კმ/სთ-ია. დატენილი აკუმულატორი 488-დან 560 კმ-მდე მანძილს გაატარებს.

მგზავრს შეუძლია მართოს კლიმატ-კონტროლი, სავარძლების გათბობა-გაგრილება, ასევე აირჩიოს მასაჟის ტიპი.
სახურავზე 31-დიუმიანი ეკრანია, რომელიც ბრუნავს ფუნქციის არჩევისას.

ავტომობილის ფასი დამატებითიო ოფციების გარეშე 186 750 ევროა.

მბაპეს მოუწევს მგზავრის სავარძლით მგზავრობა, რადგან მას… მართვის მოწმობა არ აქვს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები