LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მცირე და საშუალო ბიზნესმა სახელმწიფო შესყიდვების დროს შესაძლოა, შეღავათებით ისარგებლოს

71

მცირე და საშუალო საწარმოების მიმართ სახელმწიფო შესყიდვების კუთხით, შესაძლოა, შეღავათები დაწესდეს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, მთავრობის პრიორიტეტია, რომ რაც შეიძლება მეტი არაცნობადი სახე დაესწროს ასეთ შეხვედრებს.

”ვაპირებთ, მუდმივმოქმედი ფორმატი შვქმნათ მცირე და საშუალო ბიზნესთან კომუნიკაციისთვის. მნიშვნელოვანია, რომ მთავრობა უსმენდეს კერძო სექტორს და განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მცირე და საშუალო ბიზნესის მოსმენა და მათი საჭირბოროტო საკითხების გადაწყვეტა,” – განაცხადა კვირიკაშვილმა.

მისივე თქმით, შეხვედრაზე ბევრი საკითხი დაისვა, მათ შორის ადმინისტრაციული, საგადასახადო და ფინანსებზე წვდომის გაიოლების შესახებ.

”ჩვენ მათ გავაცანით ჩვენი რეფორმების ოთხპუნქტიანი გეგმა, რომლის უმნიშვნელოვანესი ნაწილია მოგების გადასახადის გაუქმება და საგადასახადო ადმინისტრირების გამარტივება. ჩვენ მაქსიმალურად შევეცდებით აქცენტი მცირე მეწარმეებზე გავაკეთოთ, რადგან დასაქმების ეფექტი ასეთ საწარმოებში მნიშვნელოვანია,” – განაცხადა კვირიკაშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g