მცირე მთავრობის ინიციატივა კარგად მესმის, რადგან ჩვენ გვჭირდება მოქნილობა, გვჭირდება ვიყოთ ოპერატიულები გადაწყვეტილებების მიღების პროცესში, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტებს მთავრობის ფორმირების საკითხზე დასმული კითხვის საპასუხოდ განუცხადა.
“მიმდინარეობს მსჯელობა. ბატონი მამუკას ინიციატივა იყო მცირე მთავრობა. ეს კარგად მესმის, რადგან ჩვენ გვჭირდება მოქნილობა, გვჭირდება ვიყოთ ოპერატიულები გადაწყვეტილებების მიღების პროცესში. თუ როგორ მოხდება გადანაწილება, რომელი სამინისტრო რომელს შეუერთდება, რა ფორმით ფორმირდება, უახლოეს დღეებში გახდება საზოგადოებისთვის ცნობილი. თავად პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი ისაუბრებს ამასთან დაკავშირებით,” – განაცხადა კალაძემ.
მთავრობის განახლებული შემადგენლობა დღეს გახდება ცნობილი. მინისტრთა ახალ კაბინეტს პრემიერმინისტრობის კანდიდატი მამუკა ბახტაძე თავად წარადგენს.