LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მცხეთა-მთიანეთში სახელმწიფოს მხარდაჭერით, 6 ახალი საწარმოა შექმნილი

278

მცხეთა–მთიანეთში თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი სასათბურე მეურნეობა შპს „მუხრანი აგრო“ საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, გიორგი ჩხეიძემ მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორთან, გოჩა ზეიკიძესთან და სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს დირექტორთან, მარიანა მორგოშიასთან ერთად დაათვალიერა.

აღნიშნული მეურნეობა მცხეთის მუნიციპალიტეტში,„ერთიანი აგროპორექტის“ ფარგლებში, 2015  წლის მარტში შეიქმნა.

საწარმო, რომელშიც 15 ადამიანია დასაქმებული, წლიურად  40 ტონა პომიდორს აწარმოებს. პროდუქციის რეალიზაცია ადგილობრივ ბაზარზე ხდება.

კომპანიის „მუხრანიაგრო“  საწარმოში ჯამურად 129,090 აშშ დოლარი ინვესტიცია განხორციელდა, აქედან,  99,175 აშშ დოლარი შეღავათიანი აგროკრედიტი, ხოლო 29,915 აშშ დოლარი ბენეფიციარის ინვესტიციაა.

აღსანიშნავია, რომ მცხეთა-მთიანეთის რეგიონში, 2013 წლიდან  6 ახალი საწარმო გაიხსნა (სრული ინვესტიცია –  2,589,644 აშშ დოლარი, შეღავათიანი აგროკრედიტი –  1,349,175 აშშ დოლარი, გრანტი –  592,000 აშშდოლარი, საკუთარი წილი –  648,469 აშშ დოლარი).

2013 წლიდან სოფლის მეურნეობის სამინისტროს პროექტების მართვის სააგენტო სხვადასხვა პროექტს ახორციელებს. პროექტების ფარგლებში შეღავათიანი სესხები გაიცემა როგორც ახალი საწარმოების შექმნის, ასევე უკვე არსებულის გაფართოების მიზნით. ამ ეტაპზე, პროექტის ფარგლებში უკვე დაფინანსებულია 700-ზე მეტი მოქმედი და 154 ახალი საწარმო.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცნობით, სახელმწიფოს მხრიდან ფინანსურმა მხარდაჭერამ მეწარმეებს დამატებითი ბიძგი მისცა წარმოების განვითარება-გაფართოებისთვის.

სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო ახორციელებს ერთიან აგროპროექტს, რომელიც გათვლილია გრძელვადიან განვითარებაზე და მისი მიზანია ხელი შეუწყოს სოფლის მეურნეობის დარგში კონკურენტუნარიანობის ამაღლებას, მაღალხარისხიან იპროდუქციის წარმოების სტაბილურ ზრდას, სურსათის უვნებლობის და სასურსათო უსაფრთხოების უზრუნველყოფას.

magti 5g