მცხეთის მუნიციპალიტეტში დამატებითი ამცრელი პუნქტები ამოქმედდა. მოსახლეობა ვაქცინაციის ჩატარებას უკვე ნიჩბისისა და წეროვნის ამბულატორიებშიც შეძლებს. ადგილზე აცრა, წინასწარი რეგისტრაციის გარეშე, “სინოფარმისა” და “სინოვაკის” ვაქცინებით არის შესაძლებელი.
ამ ეტაპზე COVID-19-ის საწინააღმდეგო აცრები მცხეთის მუნიციპალიტეტის 9 სოფლის ამბულატორიაში კეთდება, ამასთან, ვაქცინაციის მსურველ მოქალაქეებს ქალაქ მცხეთაში არსებული მასობრივი იმუნიზაციის 2 ცენტრი ემსახურება.