მცხეთასთან ახლოს ავტომანქანა დაიწვა. არსებული ინფორმაციით, ავტომანქანა ტრასაზე გზაგამყოფს დაეჯახა და ცეცხლი გაუჩნდა. მეხანძრეებმა ცეცხლის ჩაქრობა მალევე შეძლეს. შემთხვევის შედეგად დაშავდა 2 ადამიანი. როგორც ფორტუნას შსს-ში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსი 276-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.