შეძლებს თუ არა ქვეყანა მესამე ტალღის შედარებით მსუბუქად გადატანას, – სპეციალისტები ახალი შემთხვევების რაოდენობას ვარაუდობენ.
ეპიდმონაცემები უარესდება. სპეციალისტები მოქალაქეების მხრიდან რეკომენდაციების მაქსიმალური დაცვისა და ზედამხედველი უწყებების მიერ ვითარების უმკაცრესი კონტროლის აუცილებლობაზე საუბრობენ.
ახალი შემთხვევების მატება შესაბამისად ნიშნავს მძიმე პაციენტების მატებას
ინფექციონისტი ალექსანდრე გოგინავა ვარაუდობს, რომ სიტუაცია შესაძლოა კიდევ გაუარესდეს.
“შესაძლებელია კიდევ უფრო გაუარესდეს სიტუაცია თუ არ იქნება რეგულაციები დაცული. ახალი შემთხვევების მატება შესაბამისად ნიშნავს მძიმე პაციენტების მატებას,” – განაცხადა ალექსანდრე გოგინავამ
“მდგომარეობა არის საკმაოდ საყურადღებო და უკვე საშიშიც კი. ეს არაა სახარბიელო არც ჩვენი ქვეყნისთვის და არც სამედიცინო სფეროსთვის, რადგან ეს იწვევს სამედიცინო სექტორის გადატვირთვას. რეკომენდაცია იქნება მოსახლეობის მიმართ, რომ მაქსიმალურად შეიკავონ თავი ერთმანეთთან მიმოსვლით, შეკრებით, სადღესასწაულო სუფრების გამართვით,” – აცხადებს ბოჭორიშვილის კლინიკის ინფექციონისტი მეგი კობახიძე.