LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მდგომარეობა გაცილებით უკეთესია, კონტაქტური და ადეკვატურია: კახი კავსაძე მე-13 დღეა რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება

163
კახი-კავსაძე

კახი კავსაძე უკვე მე-13 დღეა რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება. კორონავირუსით დაინფიცირებლი  85 წლის მსახიობის მდგომარეობა 28 ნოემბერს დამძიმდა.

ამ დროიდან მსახიობი პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში იმყოფება.

მსახიობის მდგომარეობის გასაგებად „ფორტუნა“ პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის კლინიკურ დირექტორს, ლალი ტურძელაძეს ესაუბრა.

„ბატონი კახის მდგომარეობა გაცილებით უკეთესია. თუმცა, ჯერ გაწერის საკითხი არ დგას. ის კვლავ რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება, როცა სიტუაცია მოგვცემს შესაძლებლობას, პალატაში გადავიყვანთ. მდგომრეობა გაცილებით სტაბილურია, ვიდრე ეს კლინიკაში შემოყვანამდე იყო. ბატონი კახი კონტაქტური და ადეკვატურია“, -აღნიშნა ლალი ტურძელაძემ „ფორტუნასთან“ საუბარში. 

მსახიობი კლინიკაში სუნთქვის მძიმე უკმარისობით მოათავსეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g