LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მდინარაძე ამბობს, რომ “აგენტებზე” კანონპროექტის ამერიკულ ვარიანტს “ქართული ოცნება” მხარს არ დაუჭერს

163
233419d9bf963a346cd82b62537ef380

,,ქართული ოცნების” ერთ-ერთი ლიდერი მამუკა მდინარაძე ამბობს, რომ თუ “ხალხის ძალა” “უცხოური გავლენის აგენტის” შესახებ კანონპროექტის ამერიკულ ანალოგს წარადგენს, უმრავლესობა მხარს არ დაუჭერს.

,,წინასწარ, ძალიან მაღალი ალბათობით შემიძლია გითხრათ, რომ ამერიკულ ვარიანტს ასე პირდაპირ გადმოთარგმნილს და გადმოკოპირებულს ჩვენი მხარდაჭერა არ და ვერ ექნება.

ამის გამო მართლაც იყო შეხვედრა და მათ დააფიქსირეს პრინციპების დონეზე პოზიცია თავისი, რომ სურდათ, ამერიკული კოპირებული ვარიანტის შემოტანა ინიციატივის სახით, ჩვენ მათ ვუთხარით, რომ ამ შემთხვევაში ვერ იქნებოდა ჩვენი მხარდაჭერა იმიტომ, რომ მართლაც ძალიან მკაცრია, ძალიან ხისტია, შეუთავსებელია ადამაინის უფლებებთან, პირდაპირ ვამბობ, ყოველგვარი გადაჭარბებისა და მორიდების გარეშე და ამდენად მკაცრი კანონმდებლობა ამ სფეროში, მე მგონია, რომ მართლაც დააზიანებს ენჯეო სექტორის ინტერესებს და ზოგად საზოგადოებრივ ინტერესებს.

ამიტომ ჩვენ მაშინ მათ ვთხოვეთ, რომ აკრძალვები და შეზღუდვები საერთოდ ამოეღოთ, თუ უნდოდათ რაღაც მსგავსი კანონპროექტის ინიცირება, აკრძალვები და შეზღუდვები საერთოდ ამოეღოთ, კი ბატონო, მათ ეს გააკეთეს და ამის მიუხედავადაც კი რამხელა ამბავი ატყდა, სიტყვა აგენტს მოჰკრეს ყური და რამხელა ლუსტრაცია მოხდა გარკვეული ჯგუფების, თქვენ ხედავთ ამ ყველაფერს.

როგორც რუსულ, ასევე ამერიკულ ვარიანტში არის მთელი რიგი უმკაცრესი, უხისტესი შეზღუდვები, რაც მე მგონია, რომ ამ ქვეყანაში არ უნდა მუშაობდეს და არ იმუშავებს”, – განაცხადა მდინარაძემ.

დიმიტრი ხუნდაძე: „ხალხის ძალამ“ მივიღეთ გადაწყვეტილება, ინიცირება გავუკეთოთ ალტერნატიულ კანონპროექტს “უცხოური აგენტის რეგისტრაციის აქტის შესახებ”, რომელიც ამერიკულის ანალოგია

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g