LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მდინარაძე ოპოზიციაზე – ცდილობენ, თუ სტატუსს მივიღებთ, ეს დაიბრალონ და თუ ნეგატიური გადაწყვეტილება იქნება, ხელისუფლებას დაბრალდეს

34
--2021-02-16_10-41-45_203741

„ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ თუ საქართველო წევრობის კანდიდატის სტატუსს იმსახურებს, ეს მხოლოდ ჩვენ მიერ გატარებული რეფორმების და ასოცირების ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების დამსახურებაა.

,,ვფიქრობ, ეს იქნება ყველაზე სამართლიანი გადაწყვეტილება, ყველა პარამენტრით ჩვენ წინ ვუსწრებთ კანდიდატ ქვეყნებს, მათ შორის ასოცირებული ტრიოს წევრებს, ამ შემთხვევაში თუ გადაწყვეტილება სხვის მიმართ უნდა იყოს პოზიტიური, რა თქმა უნდა, ჩვენს შემთხვევაშიც ასეთი გადაწყვეტილება უნდა იყოს.

რაც შეეხება ცალკეული ლობისტების კრიტიკულ განცხადებებს, ეს არის თავდასხმა და შეტევა არამხოლოდ ხელისუფლებაზე, არამედ ქართულ სახელმწიფოზე. ამ ადამიანებს შეუძლიათ ცოტა ხნით მაინც გაჩერდნენ და გაეშვან მცდელობებს, რომ საქართველომ არ მიიღოს კანდიდატის სტატუსი. თუ საქართველოსთვის პოზიტიური გადაწყვეტილება იქნება ოპოზიცია ამაზე დაიბრალებს თითქოს „ალდემ“, „სახალხო პარტიამ“ და ცალკეულმა წარმომადგენლებმა უზრუნველყვეს ეს ყველაფერი, თუ ნეგატიური გადაწყვეტილება იქნება, ამ შემთხვევაში ცდილობენ, დაბრალდეს ხელისუფლებას“, – აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.

კობახიძე: საქართველოს უალტერნატივოდ ეკუთვნის კანდიდატის სტატუსი, რადგან გვაქვს ორი მთავარი საყრდენი – ქვეყანაში არსებული პროგრესი და უკრაინასა და მოლდოვასთან შედარება

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g