LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მდინარაძე: რამდენი NGO 9 დათქმაზე ილაპარაკებს და სადღაც გამართავს შეხვედრას, იქ თუ ვირბინეთ, რეკომენდაციები დაგვრჩება შეუსრულებელი – „ნაცურ“ შეკრებებზე თუ არ ვივლით, ძალიან დიდი ბოდიში

115
მამუკა მდინარაძე

„რამდენი NGO 9 დათქმაზე ილაპარაკებს, თავისით სადღაც გამართავს შეხვედრას, იქ თუ ვირბინეთ, 9 დათქმა დაგვრჩება შეუსრულებელი, გვერდზე“, – ასე ეხმაურება „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი, მამუკა მდინარაძე ოპოზიციურ პოლიტიკურ პარტიებსა და არასამთავრობო ორგანიზაციებს შორის ევროკომისიის 9 დათქმის საკითხზე დღეს გამართულ შეხვედრას.

მისი თქმით, ხელისუფლების წარმომადგენლები შეხვედრაზე მიწვეული იყვნენ, თუმცა არ გამოცხადდნენ.

პრემიერი: „არასამთავრობო ორგანიზაციებმა შარშან, შარშანწინ ამერიკას იმედები გაუცრუეს, შეიძლება, ეს გახდა დაფინანსების შემცირების მიზეზი“

„დაგვიბარეს და არ მივედით. რამდენი NGO 9 დათქმაზე ილაპარაკებს, თავისით სადღაც გამართავს შეხვედრას, იქ თუ ვირბინეთ, 9 დათქმა დაგვრჩება შეუსრულებელი, გვერდზე. ამიტომ, სადაც ამაზე რეალური მუშაობა მიდის, იქ მობრძანდნენ და იმუშაონ, თუკი რამე უნდათ და აქ წარმოადგინონ წინადადებები.

„ნაცურ“ შეკრებებზე თუ არ ვივლით, ძალიან დიდი ბოდიში. შესაბამისად, ამ „ნაცურ“ შეკრებას შემთხვევით არ ვამბობ.

აბა, მოიძიეთ, ამ NGO-ს წარმომადგენელი, ამავდროულად, ახლად შექმნილი და გამოჩენილი პოლიტიკური პარტიის წარმომადგენელი ხომ არ არის?! მოიძიეთ კარგად და ფოტოსურათებიდან დასკვნას გააკეთებთ“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ცნობისთვის, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები პოლიტიკურ პარტიებს შეხვდნენ. დღევანდელ შეხვედრაზე სხვადასხვა ოპოზიციური პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლებმა მესამე სექტორთან ერთად განიხილეს, თუ როგორ უნდა შესრულდეს ეფექტურად ევროკომისიის მიერ განსაზღვრული 9 ნაბიჯი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები