„სპეცოპერაცია მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით ჩავარდა იმიტომ, რომ ეს ცნობილი ნარატივი კვდება, აღმოჩნდა ტყუილი“, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, მამუკა მდინარაძემ მესამე პრეზიდენტზე გავრცელებული კადრების შეფასებისას განაცხადა და თქვა, რომ ახლა ყურადღება სამართლებრივ ნაწილზეა გადატანილი, რათა რეალობა გადაიფაროს.
როგორ მდინარაძემ აღნიშნა, „ეს სიმულაციების კასკადები მათთვის საინტერესო აღარ არის და სერიოზული არ შეიძლება იყოს“
„ადამიანი, რომელიც მოსახლეობას ხელისუფლების გამოყენებით ატერორებდა, იმავეს აგრძელებს.. კადრებმა დაადასტურა, რომ არ თანამშრომლობს ექიმებთან, არ იკვებება სრულფასოვნად“ – „ოცნება“ სააკაშვილის კადრებზე
„ეს სპეკულაცია უნდა დასრულდეს“.. „საზოგადოებისთვის კადრების ჩვენება იყო აუცილებელი“ - აცხადებენ „ქართულ ოცნებაში“.
„მაშინ, როდესაც „ნაცმოძრაობის“ მედიასაშუალებები, პოლიტიკოსები ქვეყნის შიგნით თუ გარეთ ლობირებდნენ ამ სპეცოპერაციას და ამბობდნენ, რომ ეს ადამიანი კვდება, მაშინ კი არ კვდებოდა თურმე, უმძიმეს შეურაცხყოფას, მათ შორის ფიზიკურს, აყენებდა მედპერსონალს.
სამართლებრივ და ფორმალურ მხარეზეა ყურადღება გადატანილი, რომ გადაიფაროს, რაც რეალურად ხდება. სპეკულაცია და სიყალბე რომ გადაიფაროს, რაც გამოაშკარავდა, ამის გადაფარვის მცდელობაა. სამართლებრივი ტესტი წინა ორ შემთხვევაში გავლილი აქვს, რამდენად კანონიერია… თუ რამე პატივისა და ღირსების შემლახავი შეიძლება ყოფილიყო, სამინისტრომ, როგორც ჩანს, ასეთი კადრების გავრცელებისგან თავი შეიკავა.“– განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
ამავე თემაზე: