„სამშობლოს სიყვარულს და სამშობლოს ერთგულებას დიპლომი არ სჭირდება“, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.
აღნიშნულით მან უპასუხა ჟურნალისტის კითხვას, მომავალ პრეზიდენტს არ ექნება დიპლომი არის თუ არა ეს პრობლემა?
მამუკა მდინარაძე – „მიშა მაგარია!“
„არა. რატომ არ არის გეტყვით, იმიტომ რომ, თქვენ შემთხვევითი გგონიათ რომ ძალიან ბევრი ქვეყნის კონსტიტუციაში ცენზებთან მიმართებაში, პარლამენტის წევრებს და პრეზიდენტების ცენზთან დაკავშირებულ რაიმე საკითხებში დიპლომი მოხსენიებული არ არის, ეს რაღაცას ხომ არ ნიშნავს, მაგრამ ამას თავი დავანებოთ…
სამშობლოს სიყვარულს და სამშობლოს ერთგულებას დიპლომი არ სჭირდება.
მიხეილ ყაველაშვილი:„განსაკუთრებული მადლობა ბიძინა ივანიშვილს, ჩვენთვის საამაყო და გამორჩეულ პიროვნებას… გათვითცნობიერებული მაქვს, რაოდენ დიდი პასუხისმგებლობაა საქართველოს პრეზიდენტის თანამდებობა მით უმეტეს, რომ მოქმედმა პრეზიდენტმა შეურაცხყო კონსტიტუცია“
ყაველაშვილი მადლობას უხდის „თანამებრძოლებს, „ქართული ოცნების“ თითოეულ წევრს ნდობის გამოცხადებისთვის“.
ბევრზე მეტად განათლებულია დიპლომის გარეშეც მიხეილ ყაველაშვილი, ბევრად განათლებულია დიპლომის გარეშე მიხეილ ყაველაშვილი და კიდევ ერთხელ გეუბნებით, რომ სამშობლოს სიყვარულს და ერთგულებას დიპლომი არ სჭირდება
პარლამენტის წევრს შეიძლება დიპლომი არ სჭირდებოდეს, მაგრამ უფრო მეტად სახალხო, ქვეყნის ერთგული და პროფესიონალი იყოს. ეგერ ორ-ორო დიპლომი რომ ჰქონდათ ჩვენ პრეზიდენტებს, ხომ ააშენეს ქვეყანა!“. – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
ინფორმაციისთვის, მმართველმა გუნდმა პრეზიდენტობის კანდიდატად მიხეილ ყაველაშვილი დაასახელა. „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს შესაბამისი გადაწყვეტილების შესახებ განცხადება პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე, „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა გააკეთა.
ცნობისთვის, პრეზიდენტის არჩევნები 14 დეკემბერს დაინიშნა. ინაუგურაცია არჩევნების მესამე კვირა დღეს, 29 დეკემბერს გაიმართება.