LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მძარცველს რეზინის ტყვიები ჰქონდა: მან ოპერატორს 2-ჯერ დამიზნებით ესროლა, ერთი ტყვია წელის არეში მოხვდა

232
BeFunky-collage - 2020-10-22T131647.221

პირი, რომელიც ზუგდიდში “საქართველოს ბანკში” შეიჭრა და 43 პირი მძევლად აიყვანა, ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღის გარდა, საბრძოლო მოქმედებაში მოყვანილი ხელყუმბარითაც იყო შეიარაღებული. გუშინვე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ მძარცველს სხვა იარაღიც ჰქონდა, თუმცა, ვიდეოკადრებში გარდა ავტომატური ცეცხლსასროლისა, სხვა არ ჩანს.

ბანკის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე მუშაობდა ადგილობრივი ტელევიზიის “ოდიშის”  ოპერატორი ილია ჯიშკარიანი, რომელიც ამბობს, რომ მძარცველმა მას დამიზნებით ორჯერ ესროლა და ერთი ტყვია წელის არეში მოხვდა. მანძილი მათ შორის რამდენიმე მეტრია და როგორც ოპერატორი განმარტავს, რომ არა რეზინის ტყვია, ჭრილობა გამჭოლი ან შესაძლოა სასიკვდილოც ყოფილიყო.

ოპერატორს წელის არეში მხოლოდ სიწითლე აღენიშნება და განიცდის ტკივილს. ინფორმაცია “ფორტუნას” ამავე ტელევიზიის საინფორმაციო სამსახურში დაუდასტურეს.

თავიდან ძალიან აგრესიული იყო, მძევლებმა მოახერხეს და კომუნიკაბელური გახდა: რა ვიცით თავდამსხმელზე

ზუგდიდის “საქართველოს ბანკის” ფილიალი, რომელსაც გუშინდელი მოვლენების კვალი ეტყობა, მათ შორის ნატყვიარები შენობასა და შუშებზე, ამ დროისთვის დაკეტილია და არ მუშაობს. ბანკის მიმდებარე ტერიტორიას სამართალდამცავები უკვე აღარ აკონტროლებენ, თუმცა შიდა სივრცე დახურულია. ამ ეტაპზე მომხმარებლებს მხოლოდ საბანკო აპარატებით სარგებლობა შეუძლიათ.

ვიდეო: მძევლების გათავისუფლების კადრები

შსს აცხადებს, რომ საგამოძიებო და სამძებრო ღონისძიებები გრძელდება.

რაც შეეხება მძარცველის კვალს, ბოლო ინფორმაციით, მან გუშინ საღამოს ბოლო 3 მძევალი ჩხოროწყუს რაიონის სოფელ კირცხის ტყეში გაათავისუფლა, რის შემდეგაც მიიმალა.

შსს განცხადებით, სამართალდამცველები ინტენსიურ რეჟიმში აგრძელებენ ოპერატიულ-საგამოძიებო და სამძებრო ღონისძიებებს დამნაშავის დაკავების მიზნით.

ყველა მძევალი გათავისუფლდა, მათ სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება – შსს

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g