LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მძღოლები პარკირებისთვის 12 თვეს ხარჯავენ

16

ბრიტანეთის ერთ-ერთი კვლევითი ცენტრის მეცნიერებმა გამოითვალეს, რომ საშუალოდ, ავტომობილის მფლობელი ყოველდღიურად 25 წუთს ხარჯავს პარკირებაში. წელიწადში კი 150 წუთს. დავუშვათ ადამიანი იყენებს ავტომობილს 50 წლის მანძილზე, მაშინ პარკირების პროცესისთვის ის დახარჯავს 12 თვეს.

ასევე მეცნიერებმა აღნიშნეს, რომ პარკირებისთვის თავისუფალი ადგილის ძიებაში ბრიტანელები 200 დოლარის საწვავს მოიხმარენ. სოციალური კვლევის შედეგად ისიც გაირკვა, რომ ბრიტანელებს ეს ყველაფერი არ ანაღვლებთ, გამოკითხულთა უმრავლესობამ აღნიშნა, რომ აუცილებლად დაუთმობენ ადგილს უკან მყოფ ავტომობილს. ბევრ მათგანს კი არაერთხელ დაუკარგავს მანქანა პარკინგზე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები