LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მძღოლები, რომლებსაც არცერთი ავარია არ დაუფიქსირდებათ, „ბონუს“ სისტემით ისარგებლებენ

1143
1549265908-ავტომობილები-1024x579

იმ ავტომფლობელებისთვის, რომლებიც წლის განმავლობაში რამდენიმე ავტოსაგზაო შემთხვევას გამოიწვევენ, მესამე პირის სავალდებულო სადაზღვევო პაკეტის შეძენა გაცილებით ძვირი იქნება, – ამის შესახებ დაზღვევის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის პირველმა მოადგილემ ირაკლი თუთარაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის შესახებ მომზადებული კანონპროექტი ამოქმედებიდან სამი წლის შემდეგ ე.წ. „ბონუს-მალუს“ სისტემის შემოღებას ითვალისწინებს.

„კანონით განსაზღვრულია, რომ ქვეყანაში სამი წლის შემდეგ შესაძლებელია „ბონუს-მალუს“ სისტემის შემოღება. ეს ნიშნავს იმას, რომ თუ მძღოლი რამდენიმე წლის განმავლობაში არ იწვევს ავტოსაგზაო შემთხვევას და არის ე.წ. კარგი მძღოლი, მას მოუწევს ბევრად ნაკლები სადაზღვევო პრემიის გადახდა, ვიდერე იმ მძღოლს, რომელიც ხშირად ხვდება ავტოავარიაში. როგორც იცით, კანონპროექტით გათვალისწინებულია სადაზღვევო პაკეტის წლიური ღირებულების ქვედა და ზედა ზღვარი, რომელიც არ შეიცვლება. „ბონუს-მალუს“ სისტემის მიხედვით კი, თუ მაგალითად, მსუბუქი ავტომობილის მძღოლისთვის სადაზღვევო პაკეტის წლიური ღირებულება 100-დან 150-ლარამდეა, კანონმორჩილმა მძღოლმა შესაძლოა, 100 ლარზე ბევრად ნაკლები გადაიხადოს, ე.წ. ცუდი მძღოლების სადაზღვევო პრემია კი 150 ლარზე ძვირი ეღირება,“ – აცხადებს ირაკლი თუთარაშვილი.

ცნობისთვის, მესამე პირის სავალდებულო დაზღვევა საქართვლოში სავარაუდოდ, 1-ელი ივლისიდან ამოქმედდება.

უფრო დეტალურად, რა იცვლება მძღოლებისთვის ივლისიდან – შეგიძლიათ წაიკითხოთ “ფორტუნას” სტატია.

magti 5g