ბაგებში, წყნეთის გზაზე, სადაც დღეს ბიზნესმენი ლევან კაჭარავა მეტსახელად “ტილიკა” მოკლეს, ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ. შემთხვევის ადგილი ყვითელი ლენტით არის შემოსაზღვრული.
შემთხვევის ადგილზეა ავტომანქანა, რომლითაც ლევან კაჭარავა გადაადგილდებოდა.
ბიზნესმენის მანქანას ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენიმე ტყვია ესროლეს. არსებული ინფორმაციით, ის ავტომანქანით მძღოლთან ერთად სახლის მიმართულებით მიდიოდა, რა დროსაც მას ცეცხლი გაუხსნეს.
კაჭარავას მძღოლი შემთხვევის დროს არ დაშავებულა, ის გამოკითხვაზე იმყოფება.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე (განზრახ მკვლელობა) და 236-ე მუხლებით (ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შენახვა-ტარება) მიმდინარეობს.
ვინ არის ბიზნესმენი, რომელიც ბაგებში, ავტომობილში მოკლეს