LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მძღოლი ისეთი სიჩქარით გადაადგილდებოდა, რომ პოლიციამ უკან დაიხია

68

კანონდამრღვევი მძღოლი ისეთი სიჩქარით გადაადგილდებოდა, რომ პოლიციამ უკან დაიხია. გამოცემა „Fox News”-ის ინფორმაციით, შემთხვევა კოლორადოს შტატში ცენტრალურ მაგისტრალზე მოხდა.

Mustang-ის მარკის ავტომობილი 225 კმ/სთ-ით მოძრაობდა, რაც დაშვებულ სიჩქარეზე ორჯერ მეტია. მძღოლს მაშინვე პოლიცია დაედევნა, რასაც მან სიჩქარის კიდევ უფრო გაზრდით უპასუხა და 240 კმ/სთ აკრიფა. შედეგად სამართალდამცავები დანებდნენ და დევნა შეწყვიტეს. უფრო მეტიც, მათ ავტომობილის ნომრის ჩანიშვნაც კი ვერ შეძლეს, ამიტომ Mustang-ის მფლობელის ვინაობა გაურკვეველი დარჩა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები