ფაქტია, რომ ეს რეზოლუცია ივანიშვილს ურთულებს ცხოვრებას მაშინაც კი, როცა სანქციები ჯერჯერობით იურიდიულად არც კი აქვს დაკისრებული, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატი რომან გოცირიძე წერს სოციალურ ქსელში, რითაც ბიძინა ივანიშვილის სამართლებრივი მრჩევლების მიერ „კრედიტ სუისსთან“ მიმდინარე დავასთან დაკავშირებით დღეს გავრცელებულ პრესრელიზს ეხმაურება.
Credit Suisse-ს ტრასტი თვეებია თანხას არ რიცხავს და სასამართლოში დაგვატარებს – ივანიშვილის ადვოკატი
„ივანიშვილმა მორიგი წერილი-გოდება გამოაქვეყნა-იმ ფულს ვინ ჩივის შვეიცარიის ბანკს რომ ვედავები, საკუთარი ანგარიშებიდან ფულის გადარიცხვაზეც კი უარს მეუბნებიანო. ამის მიზეზად ევროპარლამენტის რეზოლუციას ასახელებს, რომელიც ივანიშვილს ოლიგაქად მოიხსენიებს და რეკომენდაციას აძლევს აღმასრულებელ ორგანოს, დაუწესდეს მას სანქციები.
ასეა თუ ისე, ფაქტია, რომ ეს რეზოლუცია ივანიშვილს ურთულებს ცხოვრებას მაშინაც კი, როცა სანქციები ჯერჯერობით იურიდიულად არც კი აქვს დაკისრებული.
ივანიშვილმა მორიგი წერილი-გოდება გამოაქვეყნა-იმ ფულს ვინ ჩივის შვეიცარიის ბანკს რომ ვედავები, საკუთარი ანგარიშებიდან…
Posted by Roman Gotsiridze on ოთხშაბათი, 28 დეკემბერი, 2022
თუ გაჯიუტდება და კვლავ გააგრძელებს ქვეყნის ევროპული მომავლით ვაჭრობას, პოლიტიკურ დევნას და ანტიდასავლურ კამპანიას, მძიმე დღეები დაუდგება“, – წერს რომან გოცირიძე
