LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მე-11 და მე-12 კლასელები სკოლის დამამთავრებელ გამოცდებს 2019 წელს აღარ ჩააბარებენ

gamocdeb_57751664d2a88

მივიღე გადაწყვეტილება, რომ სკოლის დამამთავრებელი გამოცდები წელსვე მოეხსნათ როგორც მე-11, ისე მე-12 კლასის მოსწავლეებს, – ამის შესახებ პრემიერმინისტრმა, მამუკა ბახტაძემ მთავრობის სხდომის დაწყების წინ, ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისივე თქმით, განათლების სამინისტროს ჰქონდა პრინციპულად სწორი მიდგომა, თუმცა კონსულტაციების შედეგად, ზემოთ აღნიშნული გადაწყვეტილება მიიღო.

“აქვე მინდა განვმარტო, რომ წელს აბიტურიენტები უმაღლეს სასწავლებლებში ისევ ჩააბარებენ ერთიან ეროვნულ გამოცდებს და სისტემის ცვლილებების ეს ნაწილი ამოქმედდება 2020 წლიდან,” – აღნიშნა პრემიერმინისტრმა მამუკა ბახტაძემ.

მისივე თქმით, სკოლის მიზანი უნდა იყოს, არა მოსწავლეთა გამოცდებისთვის მომზადება, არამედ განათლების მიცემა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები