„ნაციონალური მოძრაობის“ სიით გასულმა დეპუტატმა, კახა ოქრიაშვილმა პარლამეტში ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ „ეს არის არალეგიტიმური პარლამენტი“.
ოქრიაშვილის თქმით, „ქართული ოცნება“ უნდა იყოს ოპოზიციაში.
„დღეს ოპოზიცია უნდა იჯდეს ხელისუფლებაში, „ოცნება“ უნდა იყოს ოპოზიცია, მათ მიიტაცეს ხელისუფლება, მიიტაცეს ქვეყანა, მიიტაცეს სახელმწიფო, ჩვენ გვაქვს სამშობლო, სახელმწიფო არა გვაქვს.
მე ახლა ვარ არალეგიტიმური პარლამენტის წევრი, სამწუხაროდ, პირველად. უნდა დავშალოთ ეს არალეგიტიმური პარლამენტი“, – განაცხადა კახა ოქრიაშვილმა.
ამავე თემაზე:
შევდივართ და შევდივართ, მეტი რა უნდა ვთქვა – ნატო ჩხეიძე
პარლამენტში გუბაზ სანიკიძეც მივიდა
პარლამენტში ვბრუნდებით… მოვედით, რომ საქმე ვაკეთოთ, ბოიკოტმა თავისი როლი შეასრულა: რომან გოცირიძე