LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მე არ ვცხოვრობ ისე, რომ ამას ვიმსახურებდე. შეცდომები დამიშვია და პასუხიც გამიცია“ – კოსტა სანიკიძე მისი დაჭრის დეტალებს იხსენებს

507
ფორტუნა (18)

„კურიერი P.S“.-მა მოიპოვა კადრები, სადაც  ჩანს, როგორ ურტყამს დანას საკუთარი სახლის ეზოში მსახიობ კოსტა სანიკიძეს მისთვის უცნობი 24 წლის გიორგი გველესიანი.

„სულით სამყაროს, სხეულის ენით.. ქალბატონებო და ბატონებო მე დავბრუნდი“ – კოსტა სანიკიძე კლინიკიდან ფოტოს აქვეყნებს

ჩანაწერის მიხედვით, შემთხვევის ადგილზე პოლიციის მისვლამდე მეზობელი სამართალდამცველი ჩნდება, რომელიც თავდამსხმელს გაქცევის უფლებას არ აძლევს. ამ დროს კოსტა სანიკიძე სისხლის გუბეში წევს. ადგილზე გამოძახებული პოლიცია მიდის. ბრალდებული განყოფილებაში, დაჭრილი კი, კლინიკაში გადაჰყავთ.

„ფილტვი რომ გამიგლიჯა, სისხლი ასხამდა, გუბეები იდგა. ამით (თითით) მეჭირა, იმიტომ, ხელი რომ გამეშვა, დედასაც ამიჩეხავდა და ძმასაც. მადლობა ექიმებს კომაში ვიყავი, ურთულესი ოპერაცია ჩამიტარდა,” – ამბობს კოსტა სანიკიძე “კურიერი P.S.-თან” საუბრისას.

დაჭრილმა მსახიობმა კლინიკა დატოვა და მკურნალობას სახლში განაგრძობს. ის “კურიერი P.S.“-ის  კამერასთან მომხდარის პირველად ჰყვება.

კოსტა სანიკიძე საფრთხეს თავდასხმამდე ორი კვირით ადრე გრძნობდა. მიმართა პოლიციასაც, თუმცა პირის ვინაობა, რომელიც კოსტას ნაცვლად მისი მეზობლის სახლში შეიჭრა, ვერ დადგინდა, მისი ვინაობა მას შემდეგ გაირკვა, რაც დანაშაული სისრულეში მოიყვანა. რა მოტივით დაგეგმა გიორგი გველესიანმა ახალგაზრდა მსახიობზე სისხლიანი ანგარიშსწორება – კოსტა სანიკიძეს წარმოდგენა არ აქვს.

„მე არ ვცხოვრობ ისე, რომ ამას ვიმსახურებდე. შეცდომები დამიშვია და პასუხიც გამიცია. ჩემთვის მოტივი უცნობია. დარტყმის დროსაც ვერ გავიგე მოტივი. ერთადერთი აზრი არის ის, რომ ამ ადამიანს ჩემი მოკვლა უნდოდა. თავდაცვისთვის რაც ჩავიტანე, ცული მე ის კარის გაღებამდე გადავაგდე. ჩემი მოტივი მისი მოკვლა არ იყო. ვეუბნებოდი, რომ არ მინდა დაგიჭირონ. შიშველი ხელით ვცდილობდი შებოჭვას და ვცემდი, მაგრამ მისგან ხელი არ მომხვედრია, მომხვდა დანა,” – ამბობს კოსტა სანიკიძე.

საქმეზე გამოძიება გრძელდება. გიორგი გველესიანს დაკავებიდან მალევე, 2-თვიანი პატიმრობა შეეფარდა. სასამართლო სხდომაზე განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებას დუმილით უპასუხა, ისევე როგორც ყველა მნიშვნელოვან შეკითხვას. სხდომაზე მას არც თავდასხმის მოტივი დაუსახელებია და არც ოჯახის მიერ დაქირავებული ადვოკატის მოულოდნელი აცილების მიზეზი.

ის, რომ ბრალდებულს შესაძლოა ფსიქიკური პრობლემა ჰქონდეს, არ სჯერა კოსტა სანიკიძეს.

„თუ ფსიქიკურია, ვითხოვ ცნობას, მეორე, თუ ვერ აზროვნებს და ავად არის როგორ ხვდება ადვოკატის ალოგიკურობას, ეს ყველაფერი შოუა. გავრცელდა ინფორმაცია, რომ ადვოკატს დღემდე აქვს კომუნიკაცია,” – ამბობს სანიკიძე.

რატომ დაესხა თავს და რატომ იმეტებდა სასიკვდილოდ გველესიანი სანიკიძეს დედის და არასრულწლოვანი ძმის თანდასწრებით, ამ შეკითხვაზე პასუხს მსახიობი გამოძიებისგან ელოდება. ბრალდებულს კი 16-20 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

“მაქვს სამართალდამცველების იმედი, რომ აუცილებლად დაისჯება სათანადოდ, გულწრფელად მეცოდება, მაგრამ რაც ამ ტიპმა გააკეთა არცერთ კონტექსტში არ ჯდება,ამიტომ უნდა დაისაჯოს რომ ხვალ შეიძლება სხვა შვილი აღმოჩნდეს დედის თვალწინ სასიკვდილოდ განწირული, იმ მდგომარეობაში, რაშიც ვიყავი მე,” – ამბობს კოსტა სანიკიძე.

იხილეთ სრულად.

კოსტა სანიკიძე თავდასხმის შემდეგ პირველ კომენტარს აკეთებს

„კონტაქტურია, პალატაში გადაიყვანენ“ – რას ამბობს ექიმი კოსტა სანიკიძის მდგომარეობაზე

„პასუხი უნდა აგოს იმ სადისტმა, ვინც კოსტას დაუშავა“ – ლენუკა ყიფშიძე კოსტა სანიკიძის დაჭრაზე

კოსტა სანიკიძეს დაჭრამდე 2 კვირით ადრე სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდნენ – რას ამბობენ კოსტას ახლობლები

„არ მინდა დავიჯერო, რომ ამ დროში, დღისით, თან დედის თვალწინ – ასეთი რამეები ხდება!” – რას წერს გურამ შეროზია კოსტა სანიკიძეზე 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g