LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კოსტა სანიკიძე: „19 ნოემბერს მესამედ დავიბადე, არის ამ ყველაფერში მისტიკაც და მაგიაც… არც ერთი ლოგიკით ცოცხალი არ უნდა გადავრჩენილიყავი“

216
kosta_w_h

კოსტა სანიკიძე საავადმყოფოდან გამოწერეს. შეგახსენებთ, ის მცირე ხნის წინ ოჯახის თანდასწრებით ცივი იარაღით დაჭრეს. კოსტა ამბობს, რომ მამაკაცი, რომელიც სახლში შეუვარდა და დანა რამდენჯერმე დაარტყა, არ ეცნობა და მისთვის მისი საქციელის მოტივიც უცნობია.

„მე არ ვცხოვრობ ისე, რომ ამას ვიმსახურებდე. შეცდომები დამიშვია და პასუხიც გამიცია“ – კოსტა სანიკიძე მისი დაჭრის დეტალებს იხსენებს

კოსტა სანიკიძე ჟურნალ „თბილისელებს“ ესაუბრა:

„ხუთჯერ მქონდა დანა გულ-მკერდის არეში დარტყმული და ფეხზე ვიდექი, მოქნეული დანა ხელით მეჭირა, თვალებში ვუყურებდი და ვურტყამდი, მაგრამ მოტივი მაინც ვერ გავიგე. მე არ ვცხოვრობ ისე, რომ ამას ვიმსახურებდე. ეს არც ერთ ჩარჩოში არ ზის და გამგები გაიგებს…

ჩემ უკან დედა და ჩემი არასრულწლოვანი ძმა იდგნენ და ადგილზე რომ მოვმკვდარიყავი, იქ, ალბათ, ცოცხალი არავინ დარჩებოდა…

19 ნოემბერს მესამედ დავიბადე, არის ამ ყველაფერში მისტიკაც და მაგიაც, რაც სულ ახლავს ჩემს ცხოვრებას. ვფიქრობ, ეს ერთ-ერთი გაკვეთილი იყო, ან რთულად ჩასაბარებელი გამოცდა… არ ვიცი, რადგან არც ერთი ლოგიკით ცოცხალი არ უნდა გადავრჩენილიყავი, მაგრამ სასწაული მოხდა, რაღაც დეტალებმა იმოქმედა, რომლის მეშვეობითაც, სული ისევ ჩემს სხეულს დაუბრუნდა…“

კოსტა სანიკიძე თავდასხმის შემდეგ პირველ კომენტარს აკეთებს

ცნობისთვის, 21 ნოემბერს გამართულ სხდომაზე, მოსამართლემ გიორგი გველესიანს, რომელსაც გამოძიება კოსტა სანიკიძის განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობას ედავება, აღკვეთის ღონისძიების სახედ ორთვიანი პატიმრობა შეუფარდა.

„გვერდით ვეწექი, 6 საათის შემდეგ გამეპარა“ – რას აცხადებს კოსტა სანიკიძის თავდასხმაში ბრალდებულის მამა

პროცესზე პროკურორმა აღნიშნა, რომ ბრალდება ეყრდნობა არაერთ მტკიცებულებას, მათ შორის, როგორც კოსტა სანიკიძის ჩვენებას, ასევე, მისი დედის ჩვენებას, რომელიც თავად შეესწრო შვილის დაჭრის ფაქტს.

კოსტა სანიკიძის დედა თავდასხმის დღეს იხსენებს და მიმართვას ავრცელებს: „გთხოვთ ყველას, ვისაც შეგწევთ უნარი, დამეხმარეთ ჩემი შვილის სიცოცხლის დაცვაში და ჭეშმარიტების დადგენაში“

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები