LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კოსტა სანიკიძის დედა თავდასხმის დღეს იხსენებს და მიმართვას ავრცელებს: „გთხოვთ ყველას, ვისაც შეგწევთ უნარი, დამეხმარეთ ჩემი შვილის სიცოცხლის დაცვაში და ჭეშმარიტების დადგენაში“

844
Untitled design (1)

19 ნოემბერს, საკუთარ სახლში დაჭრილი მომღერლის, კოსტა სანიკიძის დედა სოციალურ ქსელში მიმართვას ავრცელებს.

კოსტა სანიკიძე თავდასხმის შემდეგ პირველ კომენტარს აკეთებს

„მეგობრებო, გუშინ გადატანილი ტრაგედიის შემდეგ, ჯერ არ ვიცი, როგორ გავაგრძელებთ ცხოვრებას მე და ჩემი ოჯახი, მათ შორის, არასრულწლოვანი შვილი, რომელიც ჩემთან ერთად, ჩვენივე სახლის ეზოში შეესწრო ენით აღუწერელ უბედურებას, თუ როგორ სადისტურად გვიკლავდნენ თვალწინ ჩემს შვილს კოსტას.

იმ ჯოჯოხეთურ ღამეს, როდესაც ჩემი შვილი ჩემ თვალწინ იცლებოდა სისხლისგან და იწვა თავისივე სისხლის გუბეში, მე და ჩემი არასრულწლოვანი შვილი უსუსურები ვედექით თავზე და ვერაფრით ვეხმარებოდით. მადლობა უფალს და „ჰელსიკორის“ საავადმყოფოს მთელ პერსონალს, რომლებმაც გადამირჩინეს მომაკვდავი შვილი.

მიუხედავად იმისა, რომ თავდამსხმელი, ჩემი დაჭრილი შვილის და სამართალდამცავი მეზობლის მიერ იქნა ადგილზევე დაკავებული და პოლიციისთვის გადაცემული, მაინც არ ვარ მშვიდად და დარწმუნებული ვარ, რომ ჩემს შვილს ისევ ემუქრება საფრთხე, ვინაიდან თავდამსხმელის მიერ პირველი მცდელობის ფაქტზე პოლიციის მიერ „ჩატარებული გამოძიების“ მიუხედავად, ჩვენ აღმოვჩნდით დაუცველები და მე მქონდა იმედი, რომ პოლიცია გაატარებდა ყველა საჭირო ღონისძიებას, რომ ჩემი შვილის სიცოცხლეს საფრთხე არ შეექმნებოდა.

თუმცა, ჩემი იმედი აღმოჩნდა ფუჭი, რადგანაც 2 ნოემბრის შემდეგ, მან კვლავ გაბედა და განმეორებით დაგვესხა თავს და მიუხედავად იმისა, რომ თავდასხმისთანავე, სანამ შემოიჭრებოდა ეზოში, 112-ში დავრეკე, მაგრამ მაინც ვერ დამიცვეს შვილი და პოლიციის მოსვლამდე ჩვენივე ძალებით მოგვიწია თავდამსხმელის მოგერიება და დაკავება, რაც ლამის ჩემი შვილის სიცოცხლის ფასად დაგვიჯდა.

თავდამსხმელის დაკავების მიუხედავად, თავს ისევ დაუცველად ვგრძნობ, ვინაიდან გაჟღერებული ვერსია, ფსიქიკურ ჯანმრთელობასთან დაკავშირებით და თავდამსხმელის დუმილი, სერიოზულ ეჭვს მიჩენს, რომ ჩემი შვილის სიცოცხლე კვლავ საფრთხეშია, ვერ დავიჯერებ შემოთავაზებულ ვერსიას და მგონია, რომ თავდასხმა, ვითომცდა უმიზეზოდ და თანაც ასეთი ფორმით არ შეიძლება იყოს ერთი ადამიანის დაგეგმილი.

გთხოვთ ყველას, ვისაც შეგწევთ უნარი, დამეხმარეთ ჩემი შვილის სიცოცხლის დაცვაში და ჭეშმარიტების დადგენაში. ჩემი მწარე გამოცდილებიდან გამომდინარე ვვარაუდობ, რომ პოლიცია, ისევე გულგრილად და ზერელედ მიუდგება ამ ფაქტს, როგორც პირველი თავდასხმის მცდელობისას“, – წერს კოსტა სანიკიძის დედა სოციალურ ქსელში.

 

მეგობრებო გუშინ გადატანილი ტრაგედიის შემდეგ, ჯერ არ ვიცი, როგორ გავაგრძელებთ ცხოვრებას მე და ჩემი ოჯახი, მათ შორის…

Posted by Irma Boichenko-sanikidze on ორშაბათი, 20 ნოემბერი, 2023

 

ცნობისათვის, შემთხვევა 19 ნოემბერს, გამთენიისას მოხდა. არსებული ინფორმაციით, კოსტა სანიკიძე დედის თვალწინ, საკუთარ სახლში დაჭრეს. მსახიობს მუცლის არეში ჭრილობები ცივი იარაღით მიაყენეს. კოსტა სანიკიძის განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის დაკავებულს პროკურატურამ ბრალდება წარუდგინა 

ამავე თემაზე:

„გვერდით ვეწექი, 6 საათის შემდეგ გამეპარა“ – რას აცხადებს კოსტა სანიკიძის თავდასხმაში ბრალდებულის მამა

„გონზე მოვიდა, ძლიერი ხარ, ძლიერი“ – კოსტა სანიკიძის მეგობარი

„პასუხი უნდა აგოს იმ სადისტმა, ვინც კოსტას დაუშავა“ – ლენუკა ყიფშიძე კოსტა სანიკიძის დაჭრაზე

კოსტა სანიკიძეს დაჭრამდე 2 კვირით ადრე სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდნენ – რას ამბობენ კოსტას ახლობლები

„არ მინდა დავიჯერო, რომ ამ დროში, დღისით, თან დედის თვალწინ – ასეთი რამეები ხდება!” – რას წერს გურამ შეროზია კოსტა სანიკიძეზე 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები