LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მე ჩემი ქმარი მედგა გვერდით. დედას გეფიცები, სიბერეში მეორეჯერ შემიყვარდა, ამხელა ემპათია კაცში?! ცუდად ყოფნისას ჩემს სამ კაცში იმხელა ემპათია დავინახე, რომ სამივეს აბსოლუტურად სხვა თვალით შევხედე…“ – როგორ გაიარა მძიმე მკურნალობა ნინო ხაჟომიამ

910
ნინო ხაჟომია

ჟურნალისტი ნინო ხაჟომია უკვე რემისიაშია. მკურნალობამ შედეგი გამოიღო – მან კიბო დაამარცხა. მძიმე გზამ, რომელიც მან გაიარა, ბევრიც ასწავლა და ბევრი რამ სრულიად ახლებურად დაანახვა. ჟურალისტი ამ თემაზე „თბილისელებთან“ საუბრობს.

ნინო ხაჟომია: მადლობა ღმერთს, ამწუთას კიბო აღარ მაქვს. ახლა რემისიაში ვარ, მაგრამ ეს არ არის დაავადება, რომელიც ერთ წუთში მთავრდება. თუ ათი წელი იქნები რემისიაში, მერე ითვლები განკურნებულად.

რაც შეეხება ემოციურ მდგომარეობას, ძალიან მშვიდი და სტაბილური ვარ. არც მქონდა დეპრესიაზე ფიქრის დრო. ქიმიოთერაპია 10 ოქტომბერს დავამთავრე, 19 დეკემბერს – დასხივება, 21-ში უკვე გუდაურში ვიყავი. პრაქტიკულად, გუდაურში გავიარე ძალიან აქტიური რეაბილიტაციის პერიოდი. ჯერ კიდევ გავდივარ, მიიჩნევა, რომ რეაბილიტაცია ერთი წლის შემდეგ სრულდება. ჯერ კიდევ მაქვს ქიმიოთერაპიის მცირე ნარჩენი ეფექტები. არაფერი, იმედია, ღვთის მადლით, ესეც გაივლის.

ამ დროს რეალური სიტუაციის ხაზგასმაა მხარდაჭერა?

– არ ვიცი, უფრო ინდივიდუალურია. რეალური სიტუაცია ჩვენზე კარგად არავინ იცის. ეს არ გვჭირდება. მაგას მერჩივნა, რასაც ჩემი დაქალები აკეთებდნენ. მოვიდოდნენ, სახლს დამილაგებდნენ, იმიტომ, რომ ამის თავი არ მქონდა. საჭმელს მომიტანდნენ, რადგან არც ამის თავი მქონდა და მიდიოდნენ. მე დღემდე ვფიქრობ, როგორ გადიან მარტოხელა დედები ამ გზას?! კარგი, მე ჩემი ქმარი მედგა გვერდით. დედას გეფიცები, სიბერეში მეორეჯერ შემიყვარდა, ამხელა ემპათია კაცში?! ცუდად ყოფნისას ჩემს სამ კაცში იმხელა ემპათია დავინახე, რომ სამივეს აბსოლუტურად სხვა თვალით შევხედე. არ ვიცი, როგორ უნდა გაუმკლავდე ადამიანი ამას მარტო, თან ოჯახს მოუარო, თან ფინანსური პასუხისმგებლობები აიღო. მეც მქონდა ეს მომენტი. ბიზნესი მაქვს, რომელიც სეზონურია და იმხელა ფინანსური პასუხისმგებლობები მაქვს, რომ ჩემი გაჩერება დამღუპველი იყო და ამას დაუმატე ეს ამბავი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g