LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“მე და ჩემი მეგობრები 26 მაისს სიკვდილამდე გვცემეს რუსთაველზე” – კოპალიანი ბადრი ბასიშვილზე

196
1

საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა, ნიკა მელიას ადგილმონაცვლის, ბადრი ბასიშვილის სადეპუტატო უფლებამოსილების ცნობის შესახებ საკითხი უკვე განიხილა და დაამტკიცა.

კენჭისყრაში მონაწილეობისგან თავი შეიკავა კომიტეტის ორმა წევრმა, ენძელა მაჭავარიანმა და კარლო კოპალიანმა.

აღნიშნულ ფაქტზე „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, კარლო კოპალიანმა განმარტება გააკეთა და აღნიშნა, რომ ბადრი ბასიშვილი წინა ხელისუფლების დროს, 2011 წლის 26 მაისის აქციის დარბევაში მონაწილეობდა. კოპალიანი აცხადებს, რომ ბასიშვილი მის ცემაში პირადად მონაწილეობდა.

ვინ ჩაანაცვლებს ნიკა მელიას პარლამენტში?

ნიკა მელიასთვის პარლამენტის წევრის მანდატის შეწყვეტის თაობაზე საკანონმდებლო ორგანომ უნდა იმსჯელოს.  

“პირადად მე და ჩემი მეგობრები 26 მაისს სიკვდილამდე გვცემეს რუსთაველის პროსპექტზე. ერთ-ერთი თავიანთ ჯგუფთან იყო ბასიშვილი, ეგ ძალიან ცნობილი ფაქტია საქართველოში. მომეცით  უფლება, რომ მე ასეთ ხალხს ხმა არ მივცე პარლამენტში შემოსასვლელად,” – აცხადებს კოპალიანი.

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე გურამ მაჭარაშვილი აცხადებს, რომ ცესკო-დან მოსული დოკუმენტაცია წესრიგშია და შესაბამისად, სიითი ნომრით სწორედ ბასიშვილმა უნდა დაიკავოს მელიას ადგილი.

“ცენტრალური საარჩევნო კომისიიდან მოსულია დოკუმენტაცია, რომ ბადრი ბასიშვილი იქნება შემდეგი სიითი ნომერი, რომელმაც უნდა დაიკავოს პარლამენტის წევრის პოზიცია. შესაბამისად ჩვენ ვიმსჯელეთ და დოკუმენტაცია არის წესრიგში. რა თქმა უნდა, თუ ვერ მოგროვდა, თეორიულად 76 დეპუტატის ხმა, ბუნებრივია ეს გადაწყვეტილება ვერ იქნება მიღებული, ვერც პარლამენტის უფლებამოსილების ცნობაზე და ვერც როგორც პარლამენტის წევრის უფლებამოსილების მოხსნაზე,” – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ საკანონმდებლო ორგანომ  ნიკა მელიას უფლებამოსილება 12 დეკემბერს შეუწყვიტა. უფლებამოსილების შეწყვეტის მიზეზი კი “ქართუ ბანკის” გაკოტრების საქმეზე სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი გახდა.

magti 5g