LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მე დავბრუნდი.. ღმერთს მადლობა, გადავრჩით“ – რას წერს ხატია ჭყონია მიწისძვრის შემდეგ

202
ფორტუნა (27)

საქართველოს ქალ ფეხბურთელთა  ნაკრების თავდამსხმელი ხატია ჭყონია, რომელიც თურქეთში ჰათაის საფეხბურთო კლუბში თამაშობს, სოციალურ ქსელში წერს, რომ საბედნიეროდ, დამანგრეველი მიწისძვრის შემდეგ, მისი გუნდის ყველა წევრი უსაფრთხოდაა.

„გამარჯობა და მე დავბრუნდი. ძალიან ბევრი შეტყობინება ვნახე. ყველას ვერ გპასუხობთ. დიდი მადლობა ყველას მოკითხვისთვის. ღმერთს მადლობა, გადავრჩით. ყველა გუნდის წევრი კარგად ვართ. ახლა გავედი ქალაქიდან. სხვა ქალაქში მივდივართ“. – წერს ხატია ჭყონია.

ცნობისთვის, ხატია ჭყონია ქალაქ ჰათაის საფეხბურთო კლუბში გასულ წელს მიიწვიეს.

თურქეთსა და სირიაში მიწისძვრის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვმა 21 000-ს გადააჭარბა. ბოლო მონაცემებით, თურქეთში დაღუპულია 17 674 ადამიანი, სირიაში კი – 3 377.

ნანგრევებში დაბადებული სირიელი ბავშვის შვილად აყვანა ათასობით ადამიანს სურს – ახალშობილს აია დაარქვეს, რაც არაბულად სასწაულს ნიშნავს

ვიდეო: „ჯერ ხომ უნდა გამსინჯოთ? ხელის აწევა არ შემიძლია“ – 5 წლის ჰაზალი დედასთან ერთად ნანგრევებიდან 72 საათის შემდეგ ამოიყვანეს

„ვიგრძენით, როგორ ზანზარებდა მიწა, ნანგრევები ჩვენს თავზე ცვიოდა.. ჩვენ გავიარეთ, განცდა, რომელიც არავინ არ უნდა განიცადოს“ – ამბავი სირიაში გადარჩენილ და-ძმაზე, რომელთა ფოტომაც მსოფლიო შეძრა

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g